ევრო 2024 | ესპანეთი - იტალია 1:0
ევრო 2024 | ინგლისი - დანია 1:1
გიორგი ვაშაძე - ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან შეურაცხყოფა, ბოდიშს ვუხდი მათ და მათი ოჯახის წევრებს
ევრო 2024 | სლოვენია - სერბეთი 1:1
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8001 ლარი გახდა
მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ ჭაობში ჩაითრიოს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს
გიგი წერეთელი - დღეს აშშ-ს კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში საუბარი კვლავ ე.წ „აგენტების კანონის“ შესახებ იქნება

სახალხო დამცველი არის იქ სადაც უნდა იყოს და აკეთებს თავის საქმეს ახლა - ლევან იოსელიანი

05.14.2024 | 23:53 ნახვები: 687

"სახალხო დამცველი არის იქ სადაც უნდა იყოს და აკეთებს თავის საქმეს ახლა. იმისთვის რომ ეფექტურად შევაფასო მოვლენები -ამისთვის საჭიროა ეფექტური მონიტორინგი. ეფექტური მონიტორინგი, საერთაშორისო სტანდარტია ასეთი, ადგილზე ყოფნით ვერ ხდება ეს, იმიტომ რომ როდესაც ადგილზე ხარ, შეუძლებელია, ფიზიკურად, სხვა ადგილზე რა ხდება ვერ ხედავ და ჩვენ იმის საშუალება არ გვაქვს, რომ ყველა კუთხე მოვიცვათ. მონიტორინგს ძირითადად, სოციალური ქსელის და იმ ტელევიზიების მეშვეობით ვაკეთებთ, სადაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში გადის. ამიტომ ყოველთვის ჩვენი შეფასებები არის წუთი წუთში", - ამის შესახებ "ნეიშენ ჯორჯიასთან" საუბრისას, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

ბატონო ლევან მოგესალმებით, ახლახან ვნახე, რომ ჩართვა გქონდათ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში, „ნეიშენ ჯორჯია“ დაახლოებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში თქვენთან დაკავშირებას ცდილობს და თქვენ არცერთ სატელეფონო ზარს არ უპასუხეთ.

-ყველა ზარს ვერ ვუპასუხებ სამწუხაროდ, ბევრი შემოდის ძალიან.

თუმცა იცლით სატელევიზიო ეთერებისთვის როგორც ჩანს, თუმცა მადლობა რომ მეძლევა შესაძლებლობა ჩაგწეროთ. ამ დღეების განმავლობაში თქვენთან დაკავშირებით ხშირად დასმულა მსგავსი შეკითხვები (სად არის სახალხო დამცველი?), ისმოდა განცხადებები, ქვეყნდებოდა პოსტები. მაგალითად რამდენიმე დღის წინ  ლელა ჯეჯელავა წერდა: „სახალხო დამცველს ვეძებდი, ვერ ვნახე, დაკარგულიყო. გულამოსკვნილი ვტიროდი. შენ ხომ არა ხარ ლევიკო?!“ სად  არის სახალხო დამცველი?

-სახალხო დამცველი არის იქ სადაც უნდა იყოს და აკეთებს თავის საქმეს ახლა. იმისთვის რომ ეფექტურად შევაფასო მოვლენები -ამისთვის საჭიროა ეფექტური მონიტორინგი. ეფექტური მონიტორინგი, საერთაშორისო სტანდარტია ასეთი, ადგილზე ყოფნით ვერ ხდება ეს, იმიტომ რომ როდესაც ადგილზე ხარ, შეუძლებელია, ფიზიკურად, სხვა ადგილზე რა ხდება ვერ ხედავ და ჩვენ იმის საშუალება არ გვაქვს რომ ყველა კუთხე მოვიცვათ. მონიტორინგს ძირითადად, სოციალური ქსელის და იმ ტელევიზიების მეშვეობით ვაკეთებთ, სადაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში. ამიტომ ყოველთვის ჩვენი შეფასებები არის წუთი წუთში. აღწერს მოვლენებს, სად დაარღვია პოლიციამ, სად გადაამეტა უფლებამოსილებას, მოქალაქეები სად გასცდნენ შეკრების უფლებას და ა.შ. ჩვენ თუ გვინდა, რომ ობიექტური შეფასება გვქონდეს ამისათვის საჭიროა რომ ეფექტურად ვადევნოთ თვალი მოვლენებს. ჩვენი ამოცანა ეს არის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი პროპორციულობის თაობაზე. სახალხო დამცველი არ არის აქციის მონაწილე, სახალხო დამცველი არის შემფასებელი, აქციის პროპორციულობის.

ბატონო ლევან, ჩვენ ვნახეთ, რომ  თქვენ მალევე მიბრძანდით კლინიკაში ლევან ხაბეიშვილის სანახავად, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით პოსტიც კი გამოაქვეყნეთ, რომ „ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე თავად ისაუბრებს." მაგრამ დღეს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ დავით ქაცარავასთან, თქვენი  წარმომადგენელი გაგზავნეთ. როგორ ფიქრობთ, უშუალოდ თქვენი ვიზიტი დავით ქაცარავასთან აუცილებელი არ არის ?

-დავით ქაცარავასთან კი არა, 150-მდე ადამიანთან ვარ ნამყოფი უშუალოდ დაკავების იზოლატორებში. დავით ქაცარავა რატომ იქნებოდა გამონაკლისი? ჩემს წარმომადგენელს ვესაუბრე და მითხრა რომ საოპერაციოდ ჰყავდათ შეყვანილი. მისი ნახვა ჯერ ჩემმა წარმომადგენელმაც ვერ მოახერხა, ფიზიკურად რომ ინფორმაცია მივიღოთ მისგან. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის დავით ქაცარავა იქნება, ალეკო ელისაშვილი თუ ნებისმიერი სხვა. შეიძლება ყველასთან ფიზიკურად ვერ მივიდე, თუმცა სახალხო დამცველი, როგორც ინსტიტუცია ყველასთან მივა.

კითხვა იმიტომ დაგისვით, ბატონო ლევან, რომ თუ ფოტოს ნახავდით, იმასაც ადვილად აღმოაჩენდით რატომ უნდა გენახათ დავით ქაცარავა უშუალოდ თქვენ, მისი მდგომარეობა მართლაც რომ უმძიმესი არის/იყო.

-მე მგონი ის განცხადება და შეფასება უფრო მნიშვნელოვანი იყო, რაც ქაცარავასთან დაკავშირებით გამოვაქვეყნეთ.

ბატონო ლევან ინფორმაცია ხომ არ გაქვთ, ეპილეფსიან ბავშვზე, რომელიც გმირთა მოედანზე დააკავეს.

-კონსტანტინე თოხაძე, რომლის დედასაც ვესაუბრე, ახლახან. მის შესახებ შსს-აც მივაწოდე ინფორმაცია, რომ მას სჭირდება სპეციალური მოვლა, როგორც კი მისი შესახლების პროცედურა დასრულდება იზოლატორში ჩვენი წარმომადგენელი შეხვდება მას. ჩვენ უწყება გავაფრთხილეთ, რომ ამ ადამიანის მიმართ განსხვავებული მოპყრობა უნდა იყოს მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. როგორც კი მივიღებთ ინფორმაციას, მშობელს საქმის კურსში ჩავაყანებთ და მისი მშობელი შეძლებს მისვლას და იმ წამლის მიწოდებას, რომელიც კონსტატინე თოხაძისთვის აუცილებელია.

ბატონო ლევან, გქონდათ თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაცია, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, ეს ის პარტია, რომელმაც ლამის ერთ ხმად დაუჭირა მხარი თქვენ სახალხო დამცველად არჩევას.

-„ქართულ ოცნებასთან“ არა, ჩემი უშუალო კომუნიკაცია არის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვინც უშუალოდ, ამ შემთხვევაში ჩართული არის საპროტესტო აქციების მართვაში.

ესაუბრეთ შსს-ს მინისტრს?

-რეგულარულად ვესაუბრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მის მოადგილეს, უშუალოდ მინისტრთან საუბარი მე არ მქონია, მაგრამ ყველა შემთხვევაზე საქმის კურსში ვაყენებ და ვითხოვთ შესაბამის რეაგირებას. ასევე, რა თქმა უნდა ხაზზე ვართ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან.

მცდელობა თუ გქონდათ უშუალოდ, ვახტანგ გომელაურთან გქონოდათ კომუნიკაცია?

-არა,უშუალოდ ამ შემთხვევაში არ მქონია, წინა ჯერზე მქონდა, ვესაუბრე და მაშინ რა საკითხებიც იყო მასთან გასარკვევი მაშინ გაარკვიე, ასე რომ კომუნიკაციის პრობლემა არ შემქმნია, ყოველ შემთხვევაში წინა ჯერზე და ახლა ამის საჭიროება არ დამდგარა.

ასე ფიქრობთ, რომ შსს მინისტრთან კომუნიკაციის აუცილებლობა არ დგას?

-გამომდინარე იქიდან, რომ მისი მოადგილეები ყველა ჯერზე პასუხობდნენ ჩვენს ზარებს და გვაწვდიდნენ ინფორმაციას ყველა ჯერზე რაც ჩვენ გვაინტერესებდა და იყვნენ კომუნიკაციაში, ასე ვთქვათ ჩვენს მოადგილეებთან.

 

"ნეშიენ ჯორჯია"

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა