ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა

ნახვები: 176 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების“ (SOC) პოლიტიკური ჯგუფი აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა.

ჯგუფის განცხადებით, მსგავსი ანექსია საერთაშორისო სამართლის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „უხეში და მიუღებელი დარღვევა“ იქნება.

„ეს მოსკოვის იმ ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას, მათ შორის უკრაინის დონბასსა და ყირიმში, მოლდოვის დნესტრისპირეთში და საქართველოს აფხაზეთში“, — ნათქვამია განცხადებაში.

SOC ჯგუფი ხაზს უსვამს, რომ სამხრეთ ოსეთის საკითხი მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას არ ეხება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

„კავკასიასა და მთელ ევროპაში ხანგრძლივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ყოველი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით“, — ნათქვამია განცხადებაში.

SOC ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც საკუთარ ძირითად ღირებულებებად დემოკრატიას, თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობასა და სოლიდარობას ასახელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა