თაკო ჩარკვიანი: „მოლაპარაკე ტრაკუცუნები“ რთული სანახავი და მოსასმენია — იუმორი გადაგვარჩენს
ლელა ჯეჯელავა: სახელისუფლებო ექსპერტებმა „პლასტინკა გადაატრიალეს“ და ახლა იმავეს ამბობენ, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით
კალასი: ნატო ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედად რჩება, თუმცა ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
Russia’s overnight attack kills 12, including Indian citizen
Death toll from Russian ballistic missile attack in Kyiv rises to eight
Zelensky enacts NSDC decision on regions' preparations for winter
China assured Finland it would not allow Russia to use nuclear weapons – Finnish president
Russian army loses another 1,440 personnel and 71 artillery systems over past 24 hours

გოჩა მირცხულავა: საპატრიარქოსთვის ადამიანის სიკვდილი არის სტატისტიკა

ნახვები: 303 გოჩა მირცხულავა: საპატრიარქოსთვის ადამიანის სიკვდილი არის სტატისტიკა

"მდინარაძე თავისი სიხარბის მსხვერპლია"

"ივანიშვილი ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ ფული მოჰპარონ, რათა მერე დასაჯოს"

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგით, რომ ცხოვრობს ქვეყანა, ეს ოპოზიციის იდიოტობაა"

„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- ბატონო გოჩა, აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას მოულოდნელი გარდაცვალება შეიძლებოდა ყოფილიყო რუსეთის ინტერესი?

- მე არ ვენდობი ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს. ჩვენ გვახსოვს ბევრი საქმე, რომლის სიმართლე ხელის გულზე იდო და შემდგომ ეს საქმე გაფუჭებულა. აფხაზეთში ამ ბიჭის მიმართ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დამოკიდებულება არ იყო. დაურის ოჯახსაც მოუწია აფხაზეთის დატოვება და ისინი სადღაც, მესამე ქვეყანაში ცხოვრობენ. როგორც ფაქტს ვერ დავადასტურებ, მაგრამ ეს ინფორმაცია წავიკითხე.

 საკითხი ცოტა სხვაგვარად დგას. ეს ბიჭი უნდა ყოფილიყო შესაბამისი სამსახურების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გაუგებარია, თუ რატომ მოადუნეს ამ ადამიანებმა ყურადღება, მითუმეტეს მაშინ, როცა მათ იცოდნენ დაურის ყველა გადაადგილება და მისი საქმიანობა. მე არ მაქვს საფუძველი, რომ გამოძიებას ვენდო. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმეში რუსეთის სპეცსამსახურებიც იყვნენ დაინტერესებულები. ამ ყმაწვილის გარდაცვალება, აფხაზეთის პოლიტიკური ამბების საკითხების განხილვას, მათ შორის საწვავის შეტანას ოკუპირებულ აფხაზეთში, საეჭვოდ დაემთხვა. ეს აჩენს დამატებით კითხვებს, რაზეც პასუხები არ მაქვს. მე მაშფოთებს უკრაინული კვალის გამოკვეთის მცდელობა. პოლონეთში უკრაინული კვალი გამოჩნდა, გერმანიაში უკრაინული კვალი გამოჩნდა, იქ სადღაც კიდევ გამოჩნდა უკრაინული კვალი. ეს უკრაინული კვალები რუსეთის სპეცსამსახურების დივერსიად მიმაჩნია. ჩეხეთში იყო დივერსია იარაღის საწყობზე, სადაც უკრაინელი ფიგურირებდა,  სლოვაკეთშიც იგივე რამ მოხდა.

- თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს სურთ დაურის სიკვდილში უკრაინელს დასდონ ბრალი? უკრაინული წარმომავლობის აგენტს იყენებენ?

- კახეთის პროვოკაციის დროსაც, ის ქალები უკრაინიდან გამოქცეულები იყვნენ. ამდენი უკრაინული კვალის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მოწოდების სიმაღლეზე მუშაობენ. რუსეთი ცდილობს,  უკრაინული წარმოშობის აგენტურის გამოყენებას. რუსეთის მიზანი არის, უკრაინული საზოგადოების მიმართ ზიზღი გააჩინოს. უკრაინული წარმოშობის აგენტები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საზოგადოებას წარმოადგენენ. ამ გოგოს ქცევა არაადაექვატურია. ჯერ მიატოვა, მერე სახლიდან გამოსვლაში ვიღაცები მიეხმარნენ. სუსი, რომელიც დღე და ღამე მობილურებში გვიზის, შეეძლო სატელეფონო ზარები გადაემოწმებინა. მე არ ვცდილობ შავი კატის მოძებნას ბნელ ოთახში, მაგრამ ეს საქმე თეთრი ძაფებით რომ არის ნაკერი, ეს ფაქტია. მე გამოძიებას არ ვენდობი. აფხაზეთის კონტექსტის გათვალისწინებით, ამ კაცის მიმართ შესაძლოა, სპეცოპერაციაც ჩატარდა. მაგრამ ამას ვერ დავადასტურებ.

- ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქო რატომ დუმს?

- საპატრიარქო არაფერზე აკეთებს განცხადებას. საპატრიარქო არ ეხება ისეთ თემებს, რაც ხელისუფლებასთან უნისონში არ არის. მანდ ასეთი სქემა მუშაობს - ჯერ საპატრიარქომ რაღაც საკითხი უნდა წამოწიოს პირველ პლანზე და შემდეგ ხელისუფლებამ ეს თემა საერო სივრცეში უნდა გაიტანოს. ან პირიქით... ჯერ ხელისუფლებამ უნდა თქვას რაღაც და მერე საპატრიარქომ აწიოს. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას არ გააკეთებს. საპატრიარქოს სათქმელი არაფერი აქვს. საპატრიარქოსთვის ადამიანის სიკვდილი არის სტატისტიკა.

- პატრიარქის ბოლო ქადაგებები რამდენად გასაგები იყო?

- პატრიარქმა საკუთარი აზრი ისე არ უნდა ჩამოაყალიბოს, რომ ხალხს ცუდი ინტერპრეტაცია გაუჩნდეს. ხალხმა პატრიარქის ქადაგება გაიგო, როგორც „ადამიანები უექიმოდ და უწამლოდ ჩაძაღლდნენ". პატრიარქი თავისი ქადაგებებით კაცთმოძულეობას აჩვენებს. აბორტის თემაზე მან მთელი საქალეთი დაწყევლა. ასე არ შეიძლება. ვერ ვხვდები, ამას რატომ აკეთებს. შიო III თავისი სურვილით არაფერს აკეთებს. ეს ადამიანი პოლიტიკის ნაწილია. ასეთი ნაბიჯებით ჩვენ ვერ მივაღწევთ ქრისტიანულ ჰარმონიას. პატრიარქი საქართველოში რუსულ პოლიტიკას ახორციელებს.

- სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ რუსეთიდან შეისყიდა მოსასმენი აპარატი, ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველი არაა, პირადი მონაცემების თვალსაზრისით?

- აქ საუბარი იმაზე არ არის, თუ ვინ შესთავაზა დაბალი ფასი. ეს არის პოლიტიკური არჩევანი. ბიუროებს და დეპარტამენტებს თავი დავანებოთ. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. ამ პროცესებს პრემიერ მინისტრი აკონტროლებს, პოლიტიკური მომენტია. რუსეთს ფული როგორ გადაუხადეს? რა მექანიზმებით გადაუხადეს? ტომრებით შეუტანეს? ოკუპანტი ქვეყნისგან ასეთი რაღაცების შეძენა არ შეიძლება. ამ მოსასმენ აპარატებს რუსეთი აკონტროლებს. მე თქვენგან თუ რამე ნივთს შევიძენ, მაშინ თქვენ უნდა მასწავლოთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენო ეს ნივთი და მისი გამართვაც თქვენ უნდა მასწავლოთ. აქედან გამომდინარე, ამ პროცესებს რუსეთი გააკონტროლებს. ეს ინფორმაციები სად წავა? რა თქმა უნდა, რუსეთში. ეს არის საბოტაჟი. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. შესაძლოა,  არაფერიც არ უყიდია, უბრალოდ, ფული ჰქონდათ მისაცემი რუსებისთვის და მისცეს.

- მდინარაძის გაშვების მიზეზებზე უამრავი დაიწერა და სააკაშვილის პოსტის მიხედვით, პარტიის „ობშიაკიდან“ ფული აიღო და ბიძინამ არ აპატიაო. თქვენი ვარაუდით და ინფორმაციით, რეალურად რა მოხდა? პაპუაშვილმა რეგიონული პოლიტიკის სამინისტრო რატომ გააუქმა?

- ეს სამინისტრო თავის დროზე ლილუაშვილისთვის იქმნებოდა. მერე მდინარაძისთვის შექმნეს. მომავალში თუ კიდევ ვინმესთვის შექმნიან, მაშინ იმ ადამიანს პოლიტიკურ წესს აუგებენ. ლილუაშვილმა ამ პოსტზე უარი თქვა. ძალიან "გადაღლილმა" მდინარაძემ უარი არ თქვა. მდინარაძე ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა, საკუთარი საქმეების მძევალი აღმოჩნდა. ივანიშვილს მხოლოდ ფული აინტერესებს. საზოგადოებას ავიწყდება, თუ რის გამო შეაჩერეს საქართველოს ევროინტეგრაცია - ეს არის ივანიშვილის დავა სვისს კაპიტალ-თან. ივანიშვილს ფულს ვერავინ მოჰპარავს. მან იცის, როცა მას ფულს ჰპარავენ.

ივანიშვილი ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ ფული მოჰპარონ, რათა მერე დასაჯოს ისინი და უფრო კარგად, რომ მართოს ეს ადამიანები და უფრო მეტი უგვანო საქმე აკეთებინოს. მდინარაძე თავისი პოლიტიკური ამბიციების და სიხარბის მსხვერპლია.

- როგორი იქნება ეს პოლიტიკური შემოდგომა ოპოზიციისთვის? ოპოზიცია სამართლიან არჩევნებს ითხოვს. დღეს, რომ არჩევნები ჩატარდეს ოპოზიციას გამარჯვების შანსი ექნება?

- მე მინდა სინდისის პატიმრებს თავისუფლება მივულოცო. იმ სინდისის პატიმრებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა. ამ თემასთან დაკავშირებით ორ სიტყვას ვიტყვი. ცალკეული ადამიანები რაღაც პიედესტალზე შემოდგნენ და ამტკიცებენ, რომ ამ ბიჭებს შეწყალების წერილი არ უნდა დაეწერათ. ისინი ამბობენ, რომ ეს ბიჭები ციხეში უნდა მჯდარიყვნენ, რათა გმირები გამხდარიყვნენ. ეს არის აბსოლუტური სისულელე. მე ერთი რამ უნდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომლებიც ამას ამბობენ, რა გააკეთეთ კონსოლიდაციისთვის? რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ამ ბიჭებს არ ჰქონოდათ შეწყალების წერილი დასაწერი. ეს ადამიანები ლამის ორი წელია ციხეში არიან და გარედან კლაშივების კაკუნი და მორალურ პიედესტალზე დგომა არის ამორალური საქციელი. ეს ადამიანები ჯერ თვითონ გახდნენ გმირები და შემდეგ მოითხოვონ სხვების გმირობა. ნუ ურევენ სიტუაციას. მე ყველა გათავისუფლებულ სინდისის პატიმარს ვულოცავ.

ახლა რაც შეეხება პოლიტიკურ შემოდგომას. ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს და საზოგადოების დიდმა ნაწილმა რეანიმაციაში მყოფ ოპოზიციას ხმა მისცეს, ოპოზიცია ადმინისტრირებას ვერ გააკეთებს. ოპოზიცია არჩევნებს ყოველთვის აგებდა საარჩევნო უბანზე. საკუთარი ხმის დაცვა არ შეუძლია, ადამიანური რესურსებიც არ აქვს, რომ კომისიის წევრად დანიშნოს ისეთი ადამიანი, რომელიც მათ ხმას არ გაყიდის. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ რაზე უნდა ვილაპარაკოთ.

ქართული ოპოზიცია ლატარეას თამაშობს. ან კაზინოში არის შესული და ჯეკპოტის მოგებას ელოდება. ესენი ბედ-იღბალს მინდობილი ტიპები არიან და ელოდებიან ბურთულას როდის ისვრიან და რა დაჯდება, წითელი თუ თეთრი. რაღაც ასეთ იდიოტობებს აკეთებენ. ყველა ოპოზიციურ პარტიას, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ. არიან ქმედითუნარიანი ფიგურები. ოპოზიციამ არჩევნები უნდა მოიგოს. მაგრამ მათ შეუძლიათ მოგება? უნდათ მოგება, თუ სხვა ინტერესები აქვთ? შეიძლება ქუჩაში დგომა მობეზრდათ და პარლამენტში შესვლა მოუნდათ. საკუთარი სოციალური ინტერესებისთვის იყენებენ ისინი ხალხს? სად არის გამარჯვების ფორმულა? ეს არის მოცემულობა.

- განსაკუთრებით, რომელ ქმედებებსა თუ ნაბიჯებში იკვეთება ოპოზიციის სისუსტე?

- იდიოტობაა, როდესაც ოპოზიცია ვერ ახერხებს პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგით, რომ ცხოვრობს ქვეყანა, სწორედ ეს არის ოპოზიციის იდიოტობა.

- ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა. ეს ამბავი „ქართული ოცნების“ იდეოლოგებს რატომ გაუხარდათ?

- მე მაგაზე მეცინება. ჯერ ისლანდიის ცხოვრების დონემდე მივიდნენ, შემდეგ ბედნიერების ინდექსი გაზომონ და მერე ამ რეფერენდუმზე ილაპარაკონ. ზამთარში ისლანდიაში ტროტუარებს ათბობენ, რათა მოქალაქე არ წაიქცეს. „ქართული ოცნების“ წევრი, როდესაც ისლანდიაზე საუბარს დაიწყებს, ჯერ გვაჩვენონ გამთბარი სახლები საქართველოში. ქართული სინამდვილე არის, როცა ქართველ კაცს ყინვაში გარეთ სძინავს და საჭმელს ნაგვის ურნაში ეძებს. ქართული რეალობა არის, ის უმძიმესი სოციალური ვითარება, რომელსაც ქართველები საკუთარ ტყავზე ყოველდღიურად გრძნობენ და ეს ადამიანები შიმშილის ზღვარზე ცხოვრობენ. მდიდარი ახალგაზრდები არავის გაუკვირდეს. იმ მდიდარ ახალგაზრდებსაც, რომლებიც "პორშეებზე" არიან ამხედრებულები ვეტყვი: ჩვენ კარგად ვიცით, ეს ფული საიდან გაქვთ. თქვენ ქოლცენტრების მეშვეობით ჰპარავთ ხალხს ფულს. მე არ მინდა, რომ ეს ბავშვები ციხეში აღმოჩნდნენ. ეს ე.წ. სიმდიდრე ცხოვრების დონეს არ განსაზღვრავს. ეს სიხარბეს განსაზღვრავს. ეს დანაშაულია.

„ქართული ოცნების“ რომელიმე მოლაპარაკე თავი, როდესაც ისლანდიაზე საუბარს დაიწყებს, ჯერ ისლანდიის დონის სახელმწიფო შექმნან აქ, ქვეყანას მტრები მოაცილონ და მერე ვილაპარაკოთ. ისლანდიას მტრები არ ჰყავს. დღევანდელი რეალობით, ისლანდიელთა ეროვნული თვითშეგნება ნებისმიერ ქართველისაზე მაღალია.

კოტიკო გოგინაშვილი

ახალი თაობა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა