კათალიკოს ბარსეღ ანელი და სალადინის დაზვერვა
SAPO, NABU decline to comment on investigative actions against National Guard officials
Top diplomats from Weimar+, U.S., Türkiye to discuss organizing Ukraine-Russia peace talks in Istanbul
Zelensky holds call with Pope Leo XIV, thanks him for supporting Ukraine
UK Foreign Secretary: Putin must ‘get serious’ about peace talks
Kremlin set to intensify efforts to sabotage peace talks – CCD
Trump urges immediate Ukraine-Russia peace talks
კაია კალასი - უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა, რუსეთმა უბრალოდ ითამაშა, ვფიქრობ, ისინი ახლაც თამაშობენ

კათალიკოს ბარსეღ ანელი და სალადინის დაზვერვა

12.05.2025 ნახვები: 211

სალადინის დაზვერვასთან თანამშრომლობდა სომეხთა კათალიკოსი ბარსეღ ანელი (ანისელი), სალადინის მდივნებმა შემოინახეს მისი უნიკალური სადაზვერვო ანგარიში სულთნისადმი მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისა და ფრიდრიხ ბარბაროსას შესახებ.

(საინტერესოა, რომ სადაზვერვო ანგარიშში საუბარია ბარბაროსას ვაჟზეც, რომელსაც თამარის შერთვა სურდა - ფრიდრიხ შტაუფენ მრწემზე და მის რაინდულ ხასიათზეც, სხვათაშორის, ეს ფრიდრიხი ავტორია ტევტონ რაინდთა პირველი წესდების.

თამარის პატივისცემის მიზნით, გზად, ბულგარეთის დაპყრობისას მამა-შვილმა შტაუფენებმა ხელი არ ახლეს პეტრიწონის ქართველთა მონასტერს, მეტიც, ბარბაროსამ პეტრიწონის ქართველი წინამძღვარი თავის მრჩევლად დანიშნა, ქართველთა მონასტერს კი საკუთარი მახვილი შესწირა.)

 

ბარსეღ ანელის (ანისელის) სადაზვერვო ანგარიში სალადინს, მიმაჩნია რომ გამორჩეულია იმ ტარგმანებს შორის რაც ქართულად ვთარგმნე.

 

მაშ ასე გთავაზობთ ბარსეღ ანელის (ანისელის) სადაზვერვო ანგარიშს სალადინისადმი.

 

,,უგულითადესი კეთილი სურვილებით, კათალიკოსი უგზავნის შემდეგ ცნობას ჩვენს მეუფესა და ბატონს, ძლევამოსილ სულთანს, რომელმაც გააერთიანა მორწმუნენი, ვისაც უპყრია დროშა სამართლიანობისა და კეთილგანწყობის, ვინც არის ბრწყინვალება (სალაჰ) სამყაროსი და რწმენისა (ედ-დინი), ისლამისა და მუსლიმთა სულთანს - ღმერთმა გაახანგრძლივოს მისი კეთილდღეობა, განადიდოს მისი დიდება, დაიფაროს მისი სიცოცხლე, უწინამძღვროს მას ყველა მისი სურვილის აღსრულებამდე !

გაუწყებთ გერმანელთა მეფეზე და მის ნამოქმედარზე, რაც მან გააკეთა მისი გამოჩენის შემდეგ. როდესაც დატოვა საკუთარი სამფლობელოები, მან გაიარა უნგრელთა მიწებზე და აიძულა მათი მეფე ეღიარებინა მისი უზენაესობა და გამოძალა მას ფული და ხალხი, რომელიც საჭიროდ მიაჩნდა; შემდეგ იგი შევიდა ბერძენთა უფლის ქვეყანაში, აიღო და გაძარცვა მისი რამდენიმე ქალაქი და დამკვიდრდა იქ მას შემდეგ, რაც მოსახლეობა განდევნა. მან აიძულა ბერძენთა მეფე მისულიყო და თაყვანი ეცა მისთვის; მძევლად წაიყვანა მეფის ვაჟი და ძმა, ასევე მთავრის ორმოცამდე ყველაზე დაახლოებული მეგობარი. მან ასევე მოითხოვა მისგან ორმოცდაათი კვინტალი ოქრო, ამდენივე ვერცხლი და აბრეშუმის აურაცხელი ნაწარმი. ასევე წაართვა ყველა ხომალდი, რათა გადაეყვანა თავისი ჯარი ამ სანაპიროდან (ჰელესპონტიდან), თან წაიყვანა მძევლები და დაიმჭირა ისინი სანამ არ შევიდა ყილიჩ არსლანის სამფლობელოებში. განაგრძო ლაშქრობა და სამი დღის განმავლობაში თურქები მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ მასთან, ამარაგებდნენ ცხვრებით, ხბოებით, ცხენებით და სხვა საჭირო რამეებით. შემდეგ მათ დაინახეს შესაძლებლობა, თავს დასხმოდნენ მას, შემოიყარა ჯარი ყველა მხრიდან და შეუერთდა მათ ძალებს... როდესაც ის მიუახლოვდა იკონიას, კოტბ ედ-დინმა, ყილიჩ არსლანის ვაჟმა, შეკრიბა თავისი ჯარები და გაემართა მის წინააღმდეგ, დიდი ბრძოლა გაიმართა, რომელშიც გერმანელთა მეფემ უფლისწული დაატყვევა და მთლიანად გაანადგურა იკონიის ჯარი. შემდეგ მან წაიწია, სანამ არ მივიდა იმ ქალაქამდე, მუსლიმები დიდი რაოდენობით გამოვიდნენ მის წინააღმდეგ, მაგრამ მან უკუაგდო ისინი და ძალით შევიდა ქალაქში, სადაც დახოცა უამრავი მუსლიმი და სპარსელი და იქ დარჩა ხუთი დღის განმავლობაში. ყილიჩ არსლანმა მშვიდობა ითხოვა, რაც მეფემ უბოძა და აიყვანა მისგან მძევლები.

შემდეგ მეფემ შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი და დაბანაკდა მდინარის ნაპირზე, ჭამის და ძილის შემდეგ, გრილ წყალში ბანაობის სურვილი გაუჩნდა, რაც გააკეთა კიდეც, მაგრამ, ღვთის განჩინებით, როცა წყლიდან ამოვიდა, მძიმე სენმა შეიპყრო, რამდენიმე დღის ტანჯვის შემდეგ გარდაიცვალა.

იბნ ლაონი (იბნ ლეონი, კილიკიის სომხეთის მეფე, ბ. ჭიჭინაძე) მეფის მოსანახულებლად მიდიოდა, როცა შეხვდა საკუთარ მოციქულებს, რომელთაც ამ შემთხვევის (მეფის გარდაცვალების) შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვეს (გერმანელთა) ბანაკი. როცა მათგან შეიტყო, რა მოხდა, ის თავის ერთ-ერთ ციხესიმაგრეში შევიდა. [გერმანელთა] მეფის ვაჟმა [ფრიდრიხ შტაუფენ მრწემი], მამამ რომ მის ნაცვლად გამოირჩია, როცა პირველად გამოემართა ამ ქვეყნებში შესაჭრელად, როდესაც გაიგო იბნ ლაონის ელჩების გაქცევის შესახებ, უკან გამოაბრუნა ისინი, შემდეგ კი ასე მიმართა: ,,მამაჩემი მოხუცი კაცი იყო და ამ ქვეყნად მოსვლას ვერაფერი დააძალებდა, თუ არა იერუსალემში მომლოცველობის აღსრულების სურვილი. ახლა ბატონი მე ვარ, ამიტომ, თუ იბნ ლაონი არ დამემორჩილება, შევიჭრები მის სამფლობელოებში." ამის შემდეგ, იბნ ლაონმა დაინახა, რომ იგი იძულებული იყო დაეთმო და პირადად ეწვია მეფეს, რადგანაც ის უზარმაზარ ლაშქარს ედგა სათავეში; ცოტა ხნის წინ გადახედა მათ და აღმოაჩინა, რომ ორმოცდაორი ათასი ცხენოსანია, ყველანაირი იარაღით აღჭურვილი და უთვალავი ქვეითთა ასეული. ესაა კაცთა სიმრავლე სხვადასხვა ერებიდან, შესახედად უცნაური; ისინი მკაცრად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და ექვემდებარებიან უმკაცრეს დისციპლინას. ვინც თავს ირცხვენს, ცხვარივით კლავენ. მათმა ერთ-ერთმა მეთაურმა თავისი მსახური უმოწყალო ცემით მოკლა, მის გასასამართლებლად სამღვდელოთა კრება იქნა მოწვეული, მას მსაჯულებმა ერთსულოვნად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, უამრავი ადამიანი შუამავლობდა მეფესთან მისთვის, მაგრამ მეფე უდრეკი დარჩა და ეს მეთაური სიკვდილით დაისაჯა.

ეს ხალხი უარყოფს ყოველგვარ სიამოვნებას. თუ რომელიმე მათგანი რაიმე სიამეში ეფლობა, თანამოძმეები გაურბიან და საყვედურობენ მას. ეს ყველაფერი იმ მწუხარების შედეგია, რასაც ისინი განიცდიან წმინდა ქალაქის მდგომარეობის გამო. მე სარწმუნოდ მქონდა უწყებული, რომ ზოგიერთმა მათგანმა პირობა დადო, რომ საერთოდ არ ჩაეცვა ტანსაცმელი, საცვლის გარდა, თუმცა, ეს მათმა მეთაურებმა აკრძალეს. მოთმინება, რომლითაც ისინი იტანენ ტანჯვას, გაჭირვებასა და დაღლილობას, საოცარ სულგრძელებამდე მიდის.

თქვენი მდაბალი მსახური (სიტყვასიტყვით memlûk) გიგზავნით ამ ანგარიშს საქმის ვითარების შესახებ. როდესაც რაიმე ახალი მოხდება, ღვთის ნებით, ისევ გამოგიგზავნით ამის შესახებ დაზვერვას. ეს კათალიკოსის წერილია“.

ბარსეღ ანელი (ანისელი).

 

ბექა ჭიჭინაძე,

ისტორიის მკვლევარი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა