კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა
უკრაინული მედია: კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასშტაბური იერიში განხორციელდა, ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა
ტრამპი ადასტურებს, რომ თურქეთიდან დაბრუნებისას უსაფრთხოების მიზნით ფარულად შეცვალა თვითმფრინავი
მთავრობა საგზაო უსაფრთხოების ახალ რეფორმებს გეგმავს – მკაცრი წესები ახალბედა მძღოლებისთვის, უკანა სავარძელზე ღვედის სავალდებულო გამოყენება და „ალკოჰოლური ბლოკირების“ სისტემის დანერგვა
კობახიძე: „არავითარი „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რესპუბლიკა არ არსებობს“
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
გოჩა მირცხულავა - დადგით ბარემ ორჯონიკიძის ძეგლიც. ფორმალური ლოგიკა უკვე მზად გაქვთ
„როიტერი“: ყოფილი უკრაინელი ტყვეები და ოფიციალური კიევი რუსეთს სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების სისტემატურ წამებაში ადანაშაულებენ

გოჩა მირცხულავა - გამარჯობა. გილოცავთ. თქვენ აბსურდის სახელმწიფოში გაიღვიძეთ!

ნახვები: 418 გოჩა მირცხულავა - გამარჯობა. გილოცავთ. თქვენ აბსურდის სახელმწიფოში გაიღვიძეთ!
ყველა ტირანია ბოლოს აბსურდამდე მიდის. სხვანაირად არც შეიძლება. როდესაც რეალობა ვეღარ ამართლებს ძალაუფლებას, ძალაუფლება იწყებს რეალობის შეცვლას. ჯერ იცვლება სიტყვების მნიშვნელობა. შემდეგ - სამართლის. ბოლოს კი - თავად რეალობის. სწორედ აქ იბადება აბსურდი.
 
ფილოსოფიაში აბსურდი ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ადამიანის ლოგიკური მოლოდინი ეჯახება სამყაროს სრულ უაზრობას. პოლიტიკაში კი აბსურდი გაცილებით საშიშია. აქ იგი უკვე მმართველობის მეთოდად იქცევა. როდესაც კანონი აღარ ემსახურება სამართალს. როდესაც ფაქტს ინტერპრეტაცია ანაცვლებს, მტკიცებულებას - ვარაუდი. როდესაც ადამიანის შინაგან მდგომარეობას სახელმწიფო აფასებს.
 
დღეს ვიღაცას ედავებიან სიტყვას, აზრს და უკვე ღიმილს. ხვალ - სიჩუმეა რიგში..
 
ვიღაცას ეს სასაცილოდ ეჩვენება. მაგრამ აბსურდი ყოველთვის ასე იწყება. ჯერ გვაცინებს -მერე გვაჩუმებს და ბოლოს გვმართავს.
 
დააკვირდით, რა გზა გავიარეთ. არარსებული „პარკრიშკების რევოლუციიდან“ მივედით იქამდე, რომ პოლიციელის ვარაუდი ვიღაცია ღიმილზე შეიძლება სახელმწიფოს გადატრიალების ქმედებად იქნას მიჩნეული და მტკიცებულებად იქცეს.ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი - საფრთხედ.
 
დღეს შეიძლება ვინმეს გაეცინოს იმაზე, რომ ადამიანის ნათქვამი „მე ვფიქრობ“ ან „მე ვთვლი“ უკვე სისხლის სამართლის შეფასების საგანი ხდება. მაგრამ სწორედ აქ მთავრდება სამართალი. რადგან სამართალი ადამიანს ქმედებისთვის სჯის. აბსურდი კი - ემოციისა და ფიქრისთვის.
 
სწორედ ამიტომ არის აბსურდი ტირანიის უმაღლესი ფორმა. მას აღარ სჭირდება შენი დარწმუნება. არც შენი თანხმობა. მას მხოლოდ ერთი რამ უნდა - შეგაჩვიოს. შეგაჩვიოს იმას, რომ შეუძლებელი შესაძლებელია, რომ უაზრობა ნორმაა, რომ ლოგიკა ფუფუნებაა, რომ ხვალ შეიძლება ყველაფერი დანაშაული გახდეს.
 
აბსურდის ყველაზე დიდი გამარჯვება არც გადავსებული ციხეებია, არც სპეცრაზმი, არც სასამართლო. მისი ყველაზე დიდი გამარჯვებაა ადამიანი, რომელმაც თქვა: „ეჰ... ჩვენთან ყველაფერი შეიძლება“, უფრო გასაგებად ნიკო გომელაურს დავესესხები - „ამ ქალაქში ყვეაფერი მოსულა...“
 
სწორედ ამ წუთიდან კვდება სახელმწიფო. არა იმიტომ, რომ კონსტიტუცია გაუქმდა. არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ უარი თქვა გაკვირვებაზე, შეფასებასა და გაბრაზებაზე.
 
და ბოლოს. ყველაზე მზაკვრული მაინც სხვა რამ არის. ხელისუფლებას აბსურდი იმიტომ სჭირდება, რომ ადამიანი ჯერ აბსურდს შეაჩვიოს, მერე კი იმ რეალობას, რომელიც გუშინ წარმოუდგენელი ჩანდა.როდესაც შეუძლებელს ყოველდღიურობად აქცევ, ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებებიც ჩვეულებრივ ამბებად იქცევა.
 
ამიტომ ნუ იცინით. აბსურდი არასოდეს არის სასაცილო. ის ყოველთვის გაფრთხილებაა. აბსურდის თეატრი სცენაზე მთავრდება. აბსურდის სახელმწიფო - ადამიანის თავისუფლებით.
 
გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა