Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა

ნახვები: 684 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

როგორც ქიროტონიით უპირატესმა ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ შედეგების გამოცხადებისას აღნიშნა, „ხმის დამთვლელმა კომისიამ იმუშავა პატიოსნებისა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ“.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა. „საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ -აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე, აქსიოს!“- განაცხადა ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, მეუფე ანანია ჯაფარიძემ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

მან პროცედურის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მეუფე შიოს მიმართა, იღებდა თუ არა კათოლიკოს-პატრიარქის უღელს, რაზეც მეუფე შიოს დასტური მიიღო.

„ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით“, - განაცხადა ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო III-მ.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა