პროკურატურა ბურჭულაძესა და მხეიძესთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს — საქმე ღარიბაშვილისთვის 750 ათასი ლარის ქრთამის გადაცემას ეხება
უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა — მოსკოვი „მკაცრი და მტკივნეული“ პასუხით იმუქრება
ფარცხალაძე: რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოვაყალიბეთ — უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ვიბრძოლებ
ღარიბაშვილი ხელისუფლებას: „ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით — ეს სამართლებრივი პროცესი კი არა, პოლიტიკური დევნაა“
გვარამია: „40 მილიონი“ შეთხზული ტყუილია — ენმ და „გირჩი“ ჩვენს წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება

არჩილ იაკობაშვილი შალვა პაპუაშვილის პასუხად: ევროკავშირს „ქართული ოცნების“ განცხადებები ვერ დაანგრევს - „ეს რუსეთის ნარატივია“

ნახვები: 483 არჩილ იაკობაშვილი შალვა პაპუაშვილის პასუხად: ევროკავშირს „ქართული ოცნების“ განცხადებები ვერ დაანგრევს - „ეს რუსეთის ნარატივია“

ეკონომიკის პროფესორი და გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (CDU) წევრი არჩილ იაკობაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც პაპუაშვილი ევროკავშირში კონსენსუსის წესის შესაძლო შეცვლას მცირე სახელმწიფოების სუვერენიტეტისთვის საფრთხედ აფასებს.

პაპუაშვილის განცხადებით, თუ ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესი გაუქმდება, კავშირი „თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ სისტემად გადაიქცევა“, რაც, მისი შეფასებით, პატარა ქვეყნებს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის უმთავრეს ბერკეტს წაართმევს და ევროკავშირის გაფართოებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

ამ განცხადების საპასუხოდ არჩილ იაკობაშვილი წერს, რომ ევროკავშირის შესახებ მსგავსი შეფასებები რეალობას არ შეესაბამება და რუსეთის ნარატივს იმეორებს.

მისი განმარტებით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ კონსენსუსის პრინციპზე არ არის დაფუძნებული. იაკობაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ერთსულოვნების წესი გარკვეულ სფეროებში შეიცვლება, ძალაში დარჩება ორმაგი უმრავლესობის მექანიზმი, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულებით 2014 წლიდან მოქმედებს და გადაწყვეტილების მისაღებად წევრი სახელმწიფოების 55%-ისა და ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

პროფესორის თქმით, ევროკავშირის არსებობას საფრთხე არ ემუქრება, სანამ მისი დამფუძნებელი სახელმწიფოები — გერმანია, საფრანგეთი და იტალია — კავშირის ერთიანობის შენარჩუნებას უჭერენ მხარს.

იაკობაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის დღესაც მოქმედებს „ოთხი თავისუფლების“ პრინციპი და ევროკავშირის შემადგენლობაში ცვლილებები ავტომატურად არ ნიშნავს ევროპული ინტეგრაციის დასრულებას.

„გაიგეს ოფიციალურმა პარიზმა და ბერლინმა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირი და მორჩა ამით. რომ არ ხართ მზად ევროპული კონკურენციისთვის — ჩაეხუტეთ ყირგიზეთს და ბაშკირეთს და იყავით“, — წერს იაკობაშვილი.

მისივე შეფასებით, ევროკავშირი „იდეაა და არა ტერიტორია“, ხოლო სრული კონსენსუსის წესი ძირითადად საგარეო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე ვრცელდება. იაკობაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის შიდა გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე წლებია ორმაგი უმრავლესობის წესით მიიღება და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის შესაძლო რეფორმებზე აპოკალიფსური შეფასებები სამართლებრივ რეალობას არ ასახავს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ კონსენსუსის პრინციპის შესუსტება ევროკავშირს თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ სისტემად გადააქცევს და მცირე ქვეყნებისთვის წევრობის პოლიტიკურ და სამართლებრივ მნიშვნელობას არსებითად შეამცირებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა