გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში, სადაც კულტურა არის გაყიდული, იქ კულტურის მინისტრის არსებობა ნონსენსია
გვარამია: ფონ დერ ლაიენმა საქართველო არც გაფართოების და არც შუა დერეფნის კონტექსტში ახსენა — პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
დათო გამცემლიძე „ნამახვანჰესზე“: 400-მილიონიანი კომპენსაცია ცალკე და ენგურჰესთან შესადარი გენერაცია — ცალკე
ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს
EU to launch new cooperation programs with Ukraine's defense industry – von der Leyen
Russian general who reported to Putin on capture of Kostiantynivka eliminated in Ukraine — “Madyar”
2027 draft budget: expenditures to rise 13.5%, international assistance needs estimated at $52.6 billion
Zelensky says ready to hold elections as soon as tomorrow, but several factors make it impossible

გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში, სადაც კულტურა არის გაყიდული, იქ კულტურის მინისტრის არსებობა ნონსენსია

ნახვები: 278 გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში, სადაც კულტურა არის გაყიდული, იქ კულტურის მინისტრის არსებობა ნონსენსია

ღარიბაშვილი დასაკლავ ბოჩოლასავით შევიდა ციხეში და ხმა არ ამოიღო. ლილუაშვილი ამერიკაში ბოლო ვიზიტს გადააყოლეს

თიკა რუხაძის დაკავება ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული

უმეტესობა ბიძინას ჯანმრთელობას და მრავალ ბედნიერ დღეს უსურვებს, მაგრამ ლოცულობენ, რომ ბიძინას მათი სახელები არ გაახსენდეს

როგორი სირცხვილია, იმის გააზრება, რომ საქართველოს ასეთი სამარცხვინო თავდაცვის მინისტრი ჰყავდა.

„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- ბატონო გოჩა, სუს-ის უფროსების ასე ხშირი ცვლა „ოცნების“ ჩამოშლის ნიშნებზე ხომ არ მიუთითებს?

- სუს-ის უფორსების გასუსულად გაშვება არის ძალიან მნიშვნელოვანი და პარადოქსული მომენტი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სპეცსამსახურები  ხელისუფლების ინსტრუმენტებად და პარტიის ერთ-ერთ განყოფილებად ჩამოყალიბდნენ. სუს-ის ხელმძღვანელების ასეთი ხშირი ცვლილება ქვეყნისთვის არ არის კარგი. ჩემი ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელები მათთვის სასურველი პოლიტიკური ფიგურების დოსიეებს სწავლობენ. ბიძინა ივანიშვილს ძალიან გაუჭირდა გომელაურისა და ლილუაშვილის შემდეგ შესაბამისი კადრის მოძიება. ვერცერთმა ვერ შეასრულა ივანიშვილის დავალება. ეს პროცესები უშუალოდ სპეცსამსახურებზე უარყოფით გავლენას მოახდენს და არა „ქართული ოცნების“ ჩამოშლაზე.

- ვინ არის თამაზ ბორაშვილი. არ არის პოლიტიკური ფიგურა და კომენტარებიდან ჩანდა, რომ მას არ იცნობენ.

- ბორაშვილი ერთ-ერთი მოადგილეა. მე როგორც ვიცი, ეს ადამიანი საკმაოდ კარგი პროფესიონალია. აქ გასარკვევია ერთი რამ, ეს კაცი თავის პროფესიულ მოვალეობას შეასრულებს, თუ ვიღაცის დავალებებს შეასრულებს. იგი 20 წელზე მეტია სამართალდამცავ სისტემაში მუშაობს, იყო კონტრდაზვერვის დეპარტამენტშიც, გენერალურ ინსპექციაშიც. ამ მიმართულებით მას გამოცდილება აქვს. საკადრო პერსონაა. მან შიგნიდან იცის,  თუ რა გამოწვევები აქვს სისტემას. აქ მთავარი კითხვა ასე ჟღერს - ამ გამოწვევებისთვის გამკლავება იქნება მისი მთავარი ამოცანა, თუ სხვა დავალებების შესრულება მოუწევს? წინამორბედებს უწევდათ სხვა რაღაცების კეთებაც.

გელაძეზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ძალიან მოკლე პერიოდით იყო ამ თანამდებობაზე. ისე სწრაფად გაათავისუფლეს, რომ ქაღალდს მელანი არ შეაშრა. ჩემთვის გაუგებარია, რა ამოცანით მოდის ბორაშვილი ამ თანამდებობაზე. მე არ ვიცი, რა არის მისი კონკრეტული ხედვა ამ თემებთან დაკავშირებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ამოცანა და გამოწვევა არის, რომ ის ხელისუფლების გავლენებისგან გათავისუფლდეს და პოლიტიკური პოლიციის კომპონენტი მოშორდეს. ბატონმა გელაძემ რაღაცებზე უარი თქვა, ან რაღაცები ისე ვერ გააკეთა, რაც დაავალეს.

- სავარაუდოდ, კონკრეტულად რა დავალებები ვერ შეასრულა?

- არ ვიცი. ვერაფერს ვიტყვი. ის, რაც არ ვიცი, მაგაზე ვერ ვილაპარაკებ. ამ წუთისთვის არანაირი ინდიკაცია არ არსებობდა, რის გამოც გეკა გელაძე სამსახურიდან უნდა გაეშვათ. ფაქტია, რომ რაღაცა არ გააკეთა, ან ვერ გააკეთა. მე მიმაჩნია, რომ ეს პატიოსანი საქციელიც არის.

- კულტურის ახალ მინისტრად მაია ბითაძე დანიშნეს, რომელიც კალაძის კლანის წარმომადგენელია და ასევე გარემოს დაცვის კომიტეტში იყო. ეს რას ნიშნავს, „ოცნებას“ კადრების დეფიციტი აქვს თუ კალაძის კლანი ძლიერდება?

- „ქართულ ოცნებას“ მოკლე სკამი აქვს. ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანმა დაიძინა და მინისტრად გაიღვიძა. 2012 წლის შემდგომ პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი გაიქცა და გამოიპარა. ბევრი ადამიანის სახელი არავის აღარ ახსოვს. ერთი პერიოდი კულტურის სამინისტრო განათლების სისტემასთან იყო ინტეგრირებული. ბოლო წლებში, კულტურის სამინისტროს დახმარებით, ბევრმა ადამიანმა კარიერა გაიკეთა და ეს სამინისტრო თავისი პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა. განსაკუთრებული კულტურული მიღწევები ამ პერიოდში ჩვენ არ გვქონია.

თეა წულუკიანს თავის დროზე ბევრი პრობლემა ჰქონდა. საქართველოში თუ შენ ვერ ლაგდები მინისტრთან, მაშინ შეგიძლია მინისტრზე მაღლა მდგომ ადამიანებთან დალაგდე. კულტურის მინისტრი ბითაძე იქნება თუ ბიწაძე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სისტემა სრულიად სხვა ფორმატით იმართება. ამ ფორმატში ადამიანების გვარები და სახელები არაფერს გვეუბნება.

კულტურის სამინისტრომ ბევრი დამსახურებული და სახელგანთქმული ადამიანი დაივიწყა. 20 წელზე მეტია, რაც საქართველოში კულტურის ნომინალური მინისტრი არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ჩვენი კულტურის სფეროს, „სახელგანთქმული“ წევრებისგან, რომლებსაც პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული, ხმებს ყიდულობს და ბონუსებსაც ურიცხავს. როდესაც რეჟისორი, მხატვარი და მწერალი ვიღაცის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს და ვიღაცის წესის ჩარჩოებში ცდილობს მოექცეს, ის ადამიანი ხელოვანი აღარ არის. ჩვენ, ზვიად რატიანის სახით, დაპატიმრებულ კულტურას ვხედავთ. მზია ამაღლობელის სახით დაპატიმრებულ თავისუფალ სიტყვას ვხედავთ. ჩახუნაშვილის სახით ჩვენ ვხედავთ დაპატიმრებულ სამედიცინო საზოგადოებას. დაკავებულები არიან პატარა უწვერ-ულვაშო ბიჭები, ჩვენ ვხედავთ საქართველოს დაპატიმრებულ მომავალს. ამის ფონზე, ჩვენი ვითომ სახელგანთქმული ხელოვანები, ბიძინასგან მოწყალებას და ტაშის კვრას ელოდებიან, ასეთ დროს კულტურაზე საუბარი ზედმეტია.

ქვეყანაში, სადაც კულტურა არის გაყიდული, იქ კულტურის მინისტრის არსებობა ნონსენსია.

- რა ბედი ელის თიკა რუხაძეს. როგორც ამბობენ, მისი გადაყენების მიზეზი კორუფციაა. დაიჭერენ? გამოდის, რომ რუხაძემ და ბაკურაძემ გარდაცვლილი პატრიარქი გაძარცვეს?

- „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ 3 მილიონი ლარიდან, მხოლოდ 700 ათასი ლარი აითვისესო და ფული სად გაკეთდაო. თიკა რუხაძის დაკავება ბიძინა ივანიშვილზე არის დამოკიდებული. ივანიშვილმა შეიძლება "ლუი ვიტონის" ჩანთის გამო დაიჭიროს.

„ქართული ოცნების“ ყოფილი ჩინოვნიკები დილის 6 საათიდან, დილის 7 საათამდე მუხლებზე დგანან და სამყაროს შესთხოვენ, რომ ბიძინა იყოს ჯანმრთელად, კარგად და მათი ლოცვა მიუვიდეს, მაგრამ თავად ეს პერსონები არ გაახსენდეს. ზოგიერთი იწყევლება.

- მაინც რომელი ყოფილი ჩინოვნიკი იწყევლება?

- არიან ისეთი ადამიანები, რომლებისთვისაც წყევლა-კრულვა არის დიდი პატივი. ზოგი ადამიანი თვლის, რომ ის დაუმსახურებლად გაუშვეს სამსახურიდან, ზოგს უფრო მეტი ფულის მოპარვა უნდოდა. მაწყევრების გარდა, ბიძინას ბევრი მლოცველიც ჰყავს. უმეტესობა ბიძინას ჯანმრთელობას და მრავალ ბედნიერ დღეს უსურვებს, მაგრამ ლოცულობენ, რომ ბიძინას მათი სახელები არ გაახსენდეს.

- ჯარის ძარცვის გამო დაჭერილ ბურჭულაძეს მალე გაათავისუფლებენ, რა დაუფასეს, ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება?

- როგორი სირცხვილია, იმის გააზრება, რომ საქართველოს ასეთი სამარცხვინო თავდაცვის მინისტრი ჰყავდა. ეს კაცი სადმე ტყვედ რომ აეყვანათ, ყველაფერს იტყოდა. ღარიბაშვილმა თავის დროზე ეს კაცი ისე წარადგინა,  როგორც პატიოსანი ოჯახის შვილი.

- ღარიბაშვილის ე.წ. ბრძოლა როგორ გაგრძელდება და რითი დამთავრდება?

- საზოგადოების ნაწილი თვლიდა, რომ ეპისტოლეებით ღარიბაშვილი ახალ ოპოზიციას ჩამოაყალიბებდა. წარსულის მაგალითები მოჰყავდათ, რომ გამსახურდიაც მისი გუნდის ყოფილმა წევრებმა დაამხეს, იგივეს ამბობენ შევარდნაძეზეც. სააკაშვილიც მისმა ყოფილმა ჯგუფმა დაამხო. მე არ მაქვს ღარიბაშვილის იმედი. ღარიბაშვილი დასაკლავ ბოჩოლასავით შევიდა ციხეში და ხმა არ ამოიღო. ლილუაშვილი ამერიკაში ბოლო ვიზიტს გადააყოლეს.

კოტიკო გოგინაშვილი

ახალი თაობა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა