გოჩა მირცხულავა: 5 ოქტომბერს საქართველო სხვა რეალობაში გაიღვიძებს, ამას ჩვენ აუცილებლად ვნახავთ!
"ივანიშვილის დრო იწურება... ყველაფერი დასრულებულია, შეუსრულა ხაბემ" - ზოდელავა
Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის პირველი იარაღით დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ბრიტანელი პარლამენტარი - ავტორიტარიზმი ვრცელდება, როდესაც დემოკრატია ხდება მხდალი, ჩვენ მხდალები არ ვიქნებით და მხარში დავუდგებით საქართველოს ხალხს
ელენე ხოშტარია - უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და გთხოვთ, არ შეწუხდეთ და არ მიხვიდეთ - კერონ, ჭრან, წერონ და იკითხონ
პროკურატურა - უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ
ევროკომისიის პრესსპიკერი - ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს საქართველოში
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა - ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი იყოს

17.09.2021 ნახვები: 458

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება. მისივე თქმით, ტენდენციის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა აუცილებელი რეგულაციები სათანადოდ დაიცვან.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, განსაკუთრებით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შემდეგ აუცილებელია ტრანსპორტში რეგულაციების დაცვა.

„ამ ეტაპისთვის აღინიშნება ინფიცირების კლება, თუმცა მნიშვნელოვანია, მკაცრად იყოს გაკონტროლებული აღსრულება ყველა რეგულაციის, რომელიც არის დაწესებული. ვგულისხმობ სოციალური ღონისძიებების გამართვას, პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანციას. ასევე მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრთა გადანაწილება იყოს პროპორციული იმ რეგულირების მიხედვით, რომელიც მოცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რათა არ მოხდეს ისევ პროვოცირება ინფექციის გავრცელების.

ასევე საყურადღებოა ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი - ერპე, რის საფუძველზეც ჩვენ მოგვეცა გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რომ შემსუბუქებები დაგვეწყო. ამ ეტაპისთვის მაჩვენებელი გაჩერებულია ანუ მისი კლება არ შეიმჩნევა. სწორედ ამიტომ ჩვენი საზოგადოების მეტი მობილიზაცია და სოლიდარობაა საჭირო იმ რეგულაციების მიმართ, რისკენაც ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ რეგულაციების დაცვის პარალელურად ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის საჭიროებასთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის ექიმების მეტი აქტიურობაა საჭირო.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით განიხილება სხვადასხვა მოტივატორი. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ზუგდიდში სხვადასხვა ჯგუფის ექიმებთან როგორც ჰოსპიტალში, ასევე პირველად ჯგუფში მომუშავე ექიმებთან. მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მეტად აქტიური ჩართულობა, ექიმების მოტივაცია, ვინაიდან სწორედ ისინი წარმოადგენენ იმ ხიდს მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის, რომლებმაც უნდა გასწიონ სწორი აგიტაცია ვაქცინაციის უსაფრთხოებასა და საჭიროებასთან მიმართებით. ეს პროცესი არის დაწყებული და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობით ეს პროცესი იქნება მეტად გააქტიურებული", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა