Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

უკრაინაში ჯო ბაიდენის ვიზიტი იქნებოდა ძლიერი სიგნალი, რომ აშშ-ს რეალურად სჯერა გამარჯვების და არ ეშინია რუსეთის-ზელენსკი

08.07.2022 ნახვები: 683

უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი იქნებოდა ძლიერი სიგნალი, რომ აშშ-ს რეალურად სჯერა გამარჯვების და არ ეშინია რუსეთის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ რაკეტები მოფრინავენ, ლიდერები ჩამოდიან. პუტინის არ ეშინიათ, რადგან ეს არის ერთი სახელმწიფოს ლიდერი, მსოფლიო კი გაცილებით დიდია“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას არ სურს, დაუთმოს თავისი მიწა რუსეთს და მტკიცედ დგას, რომ უკრაინის ტერიტორიის დათმობა არ იქნება რაიმე სახის დიპლომატიური მოლაპარაკების ნაწილი ომის დასასრულებლად.

ზელენსკის თქმით, ნატო-ს გარდა, კიევი უსაფრთხოების სხვა გარანტიებს ვერ ხედავს.

უკრაინის მიმართ ნატო-ს პოზიციას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისტორიული შეცდომა უწოდა და თქვა, რომ ადრე არსებული მოსაზრებით, თუ უკრაინა ნატო-ში იქნებოდა, რუსეთი თავს დაესხმებოდა.

„ჩვენ არ ვართ ნატო-ში. რუსეთი თავს დაგვესხა“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას დიდ დახმარებას უწევს, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საჭირო არ არის.

„აშშ-ს აქვს გარკვეული გავლენა ევროპის ქვეყნების გადაწყვეტილებაზე. ეს ასევე დახმარებაა. ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოს სურდა, დაბალანსებული ყოფილიყო და ყოფილიყო „წვიმის წვეთებს შორის“, მაგრამ აშშ-ის დახმარების წყალობით, მათ დაიწყეს ჩვენი მხარდაჭერა“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ლუგანსკის ოლქზე კონტროლის დაკარგვაზეც და აღნიშნა, რომ რუსეთმა ლუგანსკის ოლქის ნანგრევები დაიპყრო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა