Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

ოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

06.07.2022 ნახვები: 680

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. მაყურებელმა თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული საავტორო სპექტაკლი "ცის-კარი“, ხოლო დიდ სცენაზე რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლი "ვანო და ნიკო" იხილა.

ფესტივალის გახსნას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. 
სპექტაკლი "ცის-კარი“ ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს, ტექსტი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებსა და ჩანაწერებზეა დაფუძნებული. თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზი სანახაობრივთან ერთად განსაკუთრებულად ემოციურს ხდის სპექტაკლს, ავტობიოგრაფიული ხაზი მაგიურ, სინამდვილის განცდას ჰქმნის. ტექსტის სიმცირე კი სპექტაკლს ყველა თაობის მაყურებლისთვის გასაგებს, შინაარსობრივად საინტერესოს და აღსაქმელად მარტივს ხდის. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. 

5-15 ივლისს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის 8 თეატრი 9 სპექტაკლით, ხოლო 15 თეატრი დედაქალაქიდან და საქართველოს რეგიონებიდან 17 სპექტაკლით.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალში მონაწილეობს ლვოვის მარია ზანკოვეცკას სახელობის ნაციონალური აკადემიური დრამატული თეატრი უკრაინიდან; ასევე დასები პორტუგალიიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან. 

ხაზგასასმელია, რომ ფესტივალი ფონდ "ქართუს“ მიერ რეაბილიტირებულ ოზურგეთის თეატრში პირველად იმართება და საფესტივალო დღეებში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე, ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლების  შემოქმედებაზე შექმნილ 26 სპექტაკლს მაყურებელი თეატრის სამივე - დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე იხილავს.

წლევანდელი ფესტივალის სტუმრები არიან თეატრებისა და ფესტივალების საერთაშორისო ასოციაციის ETA დამფუძნებლები და ბორდის წევრები. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ასოციაციის კონგრესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ოკუპირებული ხერსონის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი ოლექსანდრ კნიგა.

ფესტივალის ფარგლებში ასევე იმუშავებს პროფესიონალი თეატრის კრიტიკოსებით და თეატრის ექსპერტებით დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიური, რომელიც 6 ნომინაციაში გამოავლენს გამარჯვებულებს, რომელთაც გადაეცემათ მთავარი პრიზი "ნოდარ დუმბაძის პრემია“.  აღსანიშნავია, რომ კონკურსში მასპინძელი თეატრი არ მონაწილეობს. 
ტრადიციულად, 14 ივლისს ნოდარ დუმბაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ფესტივალის ფარგლებში ჩოხატაურში წარმოდგენილი იქნება ჩოხატაურის სახალხო თეატრის სპექტაკლი "ხაზარულა" (რეჟისორი გოჩა ხვიჩია). 

ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი 15 ივლისს დაიხურება ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლით "რესპუბლიკა გურია“,  რომლის რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილია

XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მესამედ იმართება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს გარკვეული წვლილი პროზაული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში, მხარი დაუჭიროს ქართული კლასიკოსი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფას, გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება და ხელი შეუწყოს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას გურიაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა