„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მიმართავს.
„მივმართავ ენმ-ის ლიდერებს! აუხსენით თქვენს იმ აქტივისტებს, ვინც საჯაროდ მოითხოვს დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე 30 მაჟორიტარული ოლქით ჩატარდება არჩევნები. 120/30 სისტემა კი ხელისუფლებისთვის უზარმაზარი ფორაა, რადგან მაჟორიტარების ნახევარი წინასწარ უდევს ჯიბეში და მეორე ნახევარში იქნება კონკურენცია მხოლოდ.
რიგგარეშეს მიღწევის ძალა თუ გვექნა - 2 პროცენტიანი ბარიერით, სრულად პროპორციული სისტემით 150 დეპუტატის არჩევასაც მივაღწევთ სწრაფად. პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მეორე/ მესამე მოსმენით მიღებაა აუცილებელი არჩევნებამდე“,- წერს "ფესბუკი" საკუთარ გვერდზე დავით ბერძენიშვილი.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ