Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'
Pope Leo XIV calls for concessions to achieve peace in Ukraine amid protracted war
Zelensky tasks government and parliament with covering all defense funding needs

ალექსეი არესტოვიჩი - დასავლეთის დახმარების გარეშე, რუსეთი დასავლეთ უკრაინამდე მიაღწევდა

ნახვები: 622 ალექსეი არესტოვიჩი - დასავლეთის დახმარების გარეშე, რუსეთი დასავლეთ უკრაინამდე მიაღწევდა

დასავლეთის დახმარების გარეშე, რუსეთი დასავლეთ უკრაინამდე მიაღწევდა და უკრაინას ახლა ლვოვის დაცვა მოუწევდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელის თქმით, დასავლელი პარტნიორები რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას მნიშვნელოვნად ეხმარებიან.

„დასავლეთი გვშველის ფინანსურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. ახლა რომ არ დაგვეხმარონ ან აქამდე არ დაგვხმარებოდნენ, ეჭვი მაქვს, რომ ლვოვის დაცვაზე ვილაპარაკებდით. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად უკრაინის მარჯვენა სანაპიროზე. იმიტომ კი არა, რომ მშიშრები ვართ, უბრალოდ არაფერი გვექნებოდა თავის დასაცავად. ჩვენ ახლა ფრონტის ხაზი გვიჭირავს დასავლეთის დახმარების წყალობით. ჩვენ ვიცავთ უკრაინას, ვამყარებთ მაკროეკონომიკურ მდგომარეობას დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის დახმარების წყალობით. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ მათი, რადგან, ფაქტობრივად, ისინი უზრუნველყოფენ ჩვენს გადარჩენას და ზოგადად, ჩვენი კულტურის შენარჩუნებას. პუტინს სურს, გაანადგუროს კულტურა და არა უბრალოდ ქვეყანა“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა