ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?

ნახვები: 397 თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?

ავტორი: თენგიზ აბლოთია

სულ მალე თბილისში უწყვეტ პროტესტს ორი წელი შეუსრულდება. დღეს უკვე შეიძლება პირველი შუალედური შედეგების შეჯამება.

შედეგი ისაა, რომ გარემო ჩვენს ირგვლივ ბევრად გაუარესდა და უკვე უნდა დავფიქრდეთ: რას ვაპროტესტებთ და რა მოთხოვნები გვაქვს?

ზოგადად, პროტესტს სამი მიზანი ჰქონდა: ვადამდელი არჩევნები, დემოკრატიული გარემოს შენარჩუნება და საგარეო კურსის ისევ დასავლეთისკენ მობრუნება.

თუმცა გავიდა ორი წელი და ვითარება ისე შეიცვალა, რომ ამ მოთხოვნათა დიდმა ნაწილმა აზრი დაკარგა.

პირველ რიგში, ეს ეხება საგარეო საკითხებს.

ცნებამ „პროდასავლური ორიენტაცია“ შინაარსი დაკარგა.

აღარც კოლექტიური დასავლეთი დარჩა, აღარც ევროკავშირის გაფართოების რეალური პერსპექტივა.

ამერიკა სულ სხვა გზით წავიდა. ევროპაში შიდა არეულობაა, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ევროკავშირში შედის 28 სრულიად განსხვავებული, სხვადასხვა ინტერესის მქონე ქვეყანა.

ისინი ვერაფერზე თანხმდებიან და თითქმის წარმოუდგენელია, რომ ყველა ქვეყანა დათანხმდეს უკრაინის ან მოლდოვის ევროკავშირში მიღებას.

კიდევ უფრო მძიმედაა საქმე უსაფრთხოების საკითხებში.

ნატო თითქმის ოფიციალურად მოკვდა და დღეს უკვე არანაირ ეჭვს არ იწვევს ის, რომ ნატოს წევრთა უმრავლესობა მე-5 მუხლის შესრულებას არ აპირებს.

ბოლო თვეებმა ნათლად დაგვანახა: მსოფლიო ისევ ძალის წესებით თამაშობს და არც ერთი ალიანსი არავის ნაცვლად ომს არ აპირებს.

ევროპა არ იბრძვის უკრაინის ნაცვლად, საუდის არაბეთი არ ეხმარება ამერიკას ირანში, ამერიკა არ ეხმარება საუდის არაბეთს იემენში, პაკისტანი და თურქეთიც არ აპირებენ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საუდის არაბეთისთვის დახმარების გაწევას.

თუ ომი გაქვთ, მოგიწევთ ბრძოლა დამოუკიდებლად.

ამ ვითარებაში ევროკავშირსა და ნატოზე ორიენტაციამ აზრი დაკარგა.

სადღეისოდ საქართველოს პროევროპული ორიენტაცია ანტირუსულ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პროექტებში მონაწილეობამდე შეიკუმშა.

ისევე, როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის მეგობრობა დასავლეთთან არის ნავთობი, გაზი და ტრანზიტი. ამის იქით რეალურად, ხელშესახებად არაფერი რჩება. მხოლოდ რიტორიკა.

სხვა ყველაფერმა აზრი დაკარგა: ევროკავშირში ვერ მოვხვდებით თუნდაც მისი შიდა კრიზისის გამო, ნატოში ვერ მოვხვდებით იმიტომ, რომ ნატო მოკვდა.

ასე რომ, ლოზუნგმა „ჩვენ გვინდა ევროკავშირი და ნატო“ აზრი დაკარგა.

კიდევ უფრო მძიმედაა საქმე შიდა ფრონტზე, სადაც მთავარი მოვლენა ტრადიციული ოპოზიციის სრული თვითგანადგურებაა.

ნურავინ იმართლებს თავს იმით, რომ ხელისუფლება დევნის ოპოზიციას და ის ამიტომაა ცუდ დღეში.

ეს დევნა 2025 წელს დაიწყო. მანამდე რას აკეთებდით? რა გიშლიდათ ხელს? ყვერები, როგორც ცუდ მოცეკვავეს?

ოპოზიცია დაბრუნდა 2024 წლის მარტის მდგომარეობაში, როდესაც დაუსრულებელი შიდა ომების წყალობით ოპოზიციის მომხრეებიც კი დარწმუნებული იყვნენ, რომ ქოცობა არჩევნებს იგებდა.

მერე ამ იდიოტებმა თავისივე მონასტერი არიეს, შემოიღეს სრულიად უსარგებლო აგენტების კანონი და ამით დაიწყეს ცივი ომი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ოპოზიციამ ეს მოულოდნელი საჩუქარი გამოიყენა და არჩევნებად წოდებულ 2024 წლის ოქტომბრის მაიმუნობაში მიიღო 45%.

დღეს ეს უპირატესობა სრულიად დაიკარგა და ოპოზიცია ისევ ნულის ტოლი გახდა.

ანუ, არც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას აქვს რაიმე აზრი. მეტიც, თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა რადიკალური გამსხვილება (მეტი არ იყოს ჩემი მტერი), 2028 წელსაც ქოცობა მოიგებს, იმიტომ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა საერთოდ არ წავა არანაირ არჩევნებზე.

მაშ, რა გამოდის? საგარეო კურსის მოთხოვნამ აზრი დაკარგა, არჩევნების თემამაც ასევე.

მაშ, რისთვის ვდგავართ? რა გვინდა?

მე გეტყვით, რისთვის ვდგავარ: სამი რამის გამო. ესენია პოლიტპატიმრების სრულად გათავისუფლება, რეპრესიების შეწყვეტა და თუნდაც დღეისთვის არსებული დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნება და რუსეთისკენ სვლის შეწყვეტა.

რუსეთის თემა არ შედის საგარეო საკითხებში. ეს ჩვენი შიდა თემაა. თუ არ იქნება დიქტატურა, არც გარუსება იქნება. ეს ერთი მეორედან გამომდინარეობს.

თუ ეს ყველაფერი შესრულდება, მე ჩემს ამოცანას შესრულებულად ჩავთვლი.

ქვეყანა კი დაბრუნდება 2023 წლის მდგომარეობაში.

ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ საგარეო ფაქტორებისა და დებილი ოპოზიციის წყალობით, ესეც სანატრელი გაგვიხდა.

P.S. ბევრი იტყვის: აი, გავა ორი წელი, ტრამპი წავა და ყველაფერი დაბრუნდება იქ, სადაც აქამდე იყო.

სამწუხაროდ, ის ტრაგიკული ვითარება, რომელზეც მე ვსაუბრობ, დიდი ხნის წინ დე ფაქტო არსებობდა, თუმცა მსხვილი მოთამაშეები ცდილობდნენ ილუზიის შენარჩუნებას, თითქოს სამართლიანი თამაშის წესები დღესაც მოქმედებს.

უნდა გამოჩენილიყო ერთი კაცი, რომელიც იტყოდა იმას, რისი თქმაც ყველას ერიდებოდა. ეს კაცი დონალდ ტრამპი აღმოჩნდა.

სულ ესაა. მას არ შეუქმნია ახალი წესები, მან უბრალოდ პირველმა აღიარა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გარედან ჩანს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა