ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ
ზელენსკი: ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ომის შესაჩერებლად დონბასიდან უნდა გავიდეთ, თუმცა ასე საუბარი მიუღებელია
თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით 62 წლის კაცი დააკავეს – დანაშაულს სავარაუდოდ ქონებრივი დავა უძღოდა წინ
გოჩა მირცხულავა: ჩვენ დღეს ვისმენთ ეკლესიის საზარელ დუმილს - ვის დაუპირისპირდა მეუფე იობი - ხელისუფლებას თუ საპატიარქოს?!
გიორგი სიორიძე: „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვით ოპოზიციის გაქრობასა და დიქტატურის გაფორმებას ცდილობს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თქვენი სტანდარტით, საქართველოში ათზე მეტი პარტია შეიძლება არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს – რამდენად შეესაბამება ეს პოლიტიკურ პლურალიზმს?
დავით არახამია: აბუ-დაბის მოლაპარაკებები ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, თუმცა ახალ წლამდე გამოსავლის პოვნის იმედი გვაქვს

რატომ აღარ განმეორდება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი და რატომ ვერ ჩამოშლის პროტესტი ძალოვან სისტემას?

ნახვები: 677 რატომ აღარ განმეორდება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი და რატომ ვერ ჩამოშლის პროტესტი ძალოვან სისტემას?
ავტორი: თენგიზ აბლოთია
 
ბოლო პერიოდში, ძალოვან სტრუქტურებში საკადრო არეულობის ფონზე, ჩვენს ბანაკში ხშირად ისმის კითხვა: დღეს რომ განმეორდეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები, როგორ მოიქცევა პოლიცია, გდდ?

გაუძლებს კი სისტემა ზეწოლის ახალ ტალღას მაშინ, როდესაც არ ჰყავს ისეთი ცივსისხლიანი სადისტი, როგორიც ხარებაა, ან ერთგული პრეტორიანელი ვახტანგ გომელაური?

როდესაც ამდენი მაღალი რანგის ქოცი, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, ზოგი გააგდეს, ზოგი ციხეში ჩასვეს, ეს ხომ აუცილებლად შეუქმნიდა ხელისუფლებას პრობლემებს ლოიალობის კუთხით?

ყველამ ვიცით, რომ ქოცობა 100%-ით დგას ძალაზე. რეალური იდეური მხარდამჭერი ძალიან ცოტა ჰყავს, თანაც ამ მომხრეთა დიდი ნაწილი უსარგებლო ბიდლოა.

თეორიულად, ამ ფონზე საკმარისია, ერთმა წინა რიგებში მდგომმა გდდ-შნიკმა იარაღი დააგდოს და სისტემა დომინოს პრინციპით დაიშლება.

თუმცა შევეცდები, ვიყო რეალისტი და ავუხსნა ყველას, ვინც ამ თემაზე ფიქრობს: ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები საქართველოში არასდროს განმეორდება.

ქოცობამ გააანალიზა ის პერიოდი, მიხვდა, რაში შეცდა და აწი ყველაფერს იზამს, რომ ის არასდროს განმეორდეს.

ოღონდ არ იფიქროთ, რომ ის ყველაფერს იზამს, რათა მომავალი პროტესტი არ დაუშვას. პირიქით, ქოცებმა 2024 წლის 8 დეკემბრიდან აირჩიეს სრულიად განსხვავებული მიდგომა, რომელიც ყველაზე სწორი აღმოჩნდა.

ამ ტაქტიკის წყალობით ისინი დღეს ისევ ხელისუფლებაში არიან და მათ არაფერი ემუქრებათ.

რა მოხდა 8 დეკემბერს?

7 დეკემბერს რუსთაველზე ვიყავი. ღამის 3 საათზე დაიწყო დარბევა, ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

8 დეკემბერს კი პარლამენტთან მივედი ახალი ომის მოლოდინში, თუმცა, ო, საოცრება! არც ერთი რობოკოპი ადგილზე არ იყო. პოლიციელთა მცირე კორდონები იდგა პარლამენტთან ასასვლელ ქუჩებზე, ხოლო წყლის ჭავლის ორი მანქანა თავისუფლების მოედანთან იდგა.

იმ დღიდან დიდი დარბევები შეწყდა. კიდევ დაახლოებით ერთი კვირა იყო ტიტუშკების თავდასხმები, თუმცა 13 დეკემბერს ეს ტალღაც დასრულდა. „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემდეგ ტიტუშკების მასობრივი თავდასხმები შეწყდა.

მერე იყო მხოლოდ ერთი პრეცედენტი, როდესაც სიტუაცია მეტ-ნაკლებად წააგავდა ნოემბერ-დეკემბერს. ეს იყო 4 თებერვალი, აქცია „თბილისი მოლთან“, სადაც გზის გადაკეტვის მცდელობა იყო, მაგრამ იქ საბოლოოდ ყველაფერი დიდი ცემა-ტყეპის გარეშე დასრულდა.

ანუ აშკარაა, რომ ქოცები მიხვდნენ: დიდი დარბევები კონტრპროდუქტიულია.

ნოემბერ-დეკემბრის სასაკლაო მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინამ მოინდომა პროტესტის მონაწილეთა დაშინება და ამით გამოსვლების სწრაფი მოყუჩება.

როდესაც შედეგი გააანალიზეს, მიხვდნენ, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვეს: თავისივე ხელით მისცეს პროტესტს მუხტი.

ახალი მიდგომა აშკარად დავინახეთ 4 ოქტომბერს. იმ დღეს გდდ-ს ქცევა რადიკალურად განსხვავებული იყო.

მათ დაიკავეს პერიმეტრი ათონელის რეზიდენციის ირგვლივ და უბრალოდ იდგნენ ერთ ადგილზე. არც არავის უშვებდნენ ახლოს, მაგრამ არც შეტევაზე გადადიოდნენ.

იმ დღეს ათონელის გარდა არც პოლიცია, არც გდდ არსად იყო. რუსთაველზე ათობით ათასი ადამიანი იდგა, მაგრამ ძალოვნები არსად ჩანდნენ.

სწორედ ესაა ქოცების ამჟამინდელი მიდგომა: არავის უშლიან ხელს, არც ცდილობენ აქციების დაშლასა და მონაწილეთა დატერორებას, როგორც ნოემბერ-დეკემბერში.

შეგროვდებით 30 000? თქვენი ნებაა. გდდ და პოლიცია ჩაიკეტებიან რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან შენობაში და თითს არ გაანძრევენ.

იყავით, ბატონებო, არავინ გიშლით ხელს, ჩვენთან დემოკრატიაა, იმიტინგეთ, რამდენიც გინდათ...

თვითონ პირველები შეტევაზე არ წავლენ. დაელოდებიან, სანამ მომიტინგეები დაიშლებიან.

ამ ტაქტიკამ ნათლად დაადასტურა ეფექტურობა. სახელმწიფო არ გადადის შეტევაზე პირველი და ამით ხელს უწყობს მუხტის დაგდებას.

შეუძლიათ მომიტინგეებს თავად შეტევაზე გადასვლა? რა თქმა უნდა, შეუძლიათ. სცადეს უკვე, 4 ოქტომბერს. იმედია, ამას მეტი არავინ გაიმეორებს.

სწორედ ამ ტაქტიკის წყალობით ქოცები ახერხებენ ყველანაირი პროტესტის ჩიხში შეყვანას.

და ამიტომ, თუ ვინმეს აქვს იმედი, რომ ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები განმეორდება და ამჯერად ძალოვანი აპარატი ზეწოლას ვერ გაუძლებს, ცდებით.

ამ შეცდომას ბიძინა მეორედ არ დაუშვებს.

ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლისთვის საჭიროა ქვეყანაში სრული კოლაფსი, შიმშილი და ასობით ათასი გამხეცებული ადამიანის ქუჩაში გამოვარდნა.

აი, ამ დროს მეამბოხეები გადადიან შეტევაზე, ხოლო ძალოვანი აპარატი, თავადაც გაჭირვებული და დემოტივირებული, ხალხის დარბევაზე უარს ამბობს.

ამის არანაირი ნიშანი არ ჩანს და, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ასეთი რამ არც მოხდება.

სწორედ ამიტომ დღეს პროტესტს სხვა, უფრო რეალისტური მიზნები უნდა ჰქონდეს, თუმცა ეგ უკვე სხვა თემაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა