მარკო რუბიო: ირანის მმართველებს აპოკალიფსური ხედვა აქვთ, ასეთ ადამიანებს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეთ
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დატოვა: არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, იმავეს გავაკეთებ
ტრამპი უარყოფს, რომ ირანს სანქციების შემსუბუქება შესთავაზა: არაფერი შემითავაზებია, Axios-ის ინფორმაცია სიცრუეა
თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts

მარკო რუბიო: ირანის მმართველებს აპოკალიფსური ხედვა აქვთ, ასეთ ადამიანებს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეთ

ნახვები: 220 მარკო რუბიო: ირანის მმართველებს აპოკალიფსური ხედვა აქვთ, ასეთ ადამიანებს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეთ
 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ირანში გადაწყვეტილებებს რადიკალი შიიტი სასულიერო პირები იღებენ, რომლებსაც მომავლის აპოკალიფსური ხედვა აქვთ. მისი შეფასებით, ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება საფრთხეს შეუქმნიდა როგორც მეზობელ ქვეყნებს, ისე მთელ მსოფლიოს.

„მათ სწამთ, რომ მათი რელიგიური მოწოდებაა, აპოკალიფსის გზით სამყაროს აღსასრული გამოიწვიონ. ასეთ ადამიანებს არასდროს უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი, რადგან ისინი მას სამყაროს დასაშანტაჟებლად და ხალხის დასახოცად გამოიყენებენ“, - განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში ირანს შესაძლებლობა ექნებოდა, სტრატეგიული საზღვაო მარშრუტები გაეკონტროლებინა და ენერგორესურსების მიწოდებაზე გავლენა მოეხდინა.

„ირანს რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდა, რომლითაც თავის მეზობელ ქვეყნებსა და მსოფლიოს დაემუქრებოდა, შეძლებდნენ სრუტეების კონტროლს, გადასახადის დაწესებას და იმის გადაწყვეტას, ვის მიეწოდებოდა ენერგია და ვის - არა ამ პლანეტაზე“, - აღნიშნა მან.

რუბიომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თავიდან აიცილა სცენარი, რომლის შედეგადაც ახლო აღმოსავლეთში ბირთვული იარაღის მქონე ახალი საფრთხე გაჩნდებოდა.

„აშშ-ის პრეზიდენტს რომ ირანთან დაკავშირებით სხვაგვარად ემოქმედა, ხუთი წლის შემდეგ ყველა იტყოდა: „ვერ ვიჯერებ, რომ ირანს ჩვეულებრივი თავდაცვითი ფარის საფარქვეშ ბირთვული იარაღის პროგრამის შექმნისა და განვითარების საშუალება მისცეს და ახლა ახლო აღმოსავლეთში ჩრდილოეთ კორეის მსგავსი საფრთხე გვაქვს“.

სწორედ ასეთი სცენარის წინაშე ვიდექით. სწორედ ამის თავიდან აცილება შეძლო ტრამპმა“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

 

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა