ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მარცვლეულის შავი ზღვით ექსპორტის შესახებ რუსეთსა და თურქეთს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არც თავად და არც საგარეო საქმეთა მინისტრი მიწვეულნი არ არიან

06.06.2022 ნახვები: 750

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არც ის და არც საგარეო საქმეთა მინისტრი არ არიან მიწვეულნი მარცვლეულის შავი ზღვით ექსპორტის შესახებ რუსეთსა და თურქეთს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე.

აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მე არ მიმიწვიეს. საგარეო საქმეთა მინისტრი, დღევანდელი მდგომარეობით, არ არის მიწვეული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან თურქეთის პრეზიდენტთან, სხვა საკითხებთან ერთად, თურქული მხარის შუამავლობა განიხილა უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ. მან ასევე განაცხადა, რომ მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს გაერო-სთან, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და პოლონეთთან. მისი თქმით, ოდესის პორტებით უკრაინას შეუძლია ყოველთვიურად 10 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი.

„თუ ახლა იქ 22-25 მილიონი ტონა გვაქვს დაბლოკილი, შემოდგომაზე შეიძლება უკვე 75 გვქონდეს. რას გავაკეთებთ? ამიტომ, პორტების გარეშე ვერ შევძლებთ“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთსა და თურქეთს შორის შავ ზღვაში საზღვაო გადაზიდვების შესახებ მოლაპარაკებები ანკარაში 8 ივნისს არის დაგეგმილი, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა