თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმის ფაქტზე ძმები, გუგა და დათა კაკულიები დააკავეს.
ისინი საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. ძმები გუშინ გვიან ღამით აიყვანეს.
შსს ამ ეტაპზე არ ადასტურებს, რომ ძმები კაკულიების დაკავება არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარს უკავშირდება, თუმცა, ფორმულას სწორედ ეს ინფორმაცია აქვს.
ჯერჯერობით, ოფიციალურად, გამოძიება გუგა და დათა კაკულიებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
არაყიშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა 27 მაისს, საღამოს მოხდა.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ