საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ-იენს სტოლტენბერგი

26.05.2022 ნახვები: 727

ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონურ გამოცემა ინტერვიუში განაცხადა.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, პუტინმა დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, რადგან დასახული მიზნების მიღწევა ერთ კვირაში დაგეგმა, ახლა კი ომის მე-13 კვირა მიმდინარეობს და რუსულმა ჯარებმა უკან დაიხია კიევიდან, ხარკოვიდან, ჩრდილოეთ უკრაინიდან.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ 2014 წლიდან ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა კანადა, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, თურქეთი გაწვრთნეს ათასობით უკრაინელი სამხედრო და მიაწოდეს იარაღი, რომელიც ახლა საჭიროა ბრძოლის ველზე. როგორც მედია იტყობინება, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს ორ მთავარ ამოცანად დაასახელა უკრაინის მხარდაჭერა და ესკალაციის პრევენცია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა