Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'
Pope Leo XIV calls for concessions to achieve peace in Ukraine amid protracted war
Zelensky tasks government and parliament with covering all defense funding needs

აპრილთან შედარებით, მაისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 127 მილიონი ლარით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

ნახვები: 622 აპრილთან შედარებით, მაისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 127 მილიონი ლარით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი მაისისათვის 37.23 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 127.20 მლნ ლარით, ანუ 0.34 პროცენტით მეტია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ანგარიშის თანახმად, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 132.08 მლნ ლარით, ანუ 0.86 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 259.28 მლნ ლარით, ანუ 1.19%-ით გაიზარდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 40.52 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.08 პროცენტული პუნქტით. აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.52 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.76 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.93 პროცენტი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.12 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.49 პროცენტი შეადგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა