ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

რუსეთს უკრაინაში ომის დასრულების თარიღი განსაზღვრული არ აქვს-ნიკოლაი პატრუშევი

ნახვები: 806 რუსეთს უკრაინაში ომის დასრულების თარიღი განსაზღვრული არ აქვს-ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულების თარიღი განსაზღვრული არ აქვს.

ამის შესახებ ნიკოლაი პატრუშევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ თარიღებს არ დავდევთ. ყველა მიზანი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა დასახა, შესრულდება. სხვაგვარად ვერ მოხდება, რადგან სიმართლე, მათ შორის ისტორიული, ჩვენს მხარესაა“, – განაცხადა პატრუშევმა.

ამავე ინტერვიუში რუსეთის უშიშროების მდივანი აცხადებს, რომ „უკრაინის სახელმწიფოს მომავალ ბედს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი განსაზღვრავს“.

„ჩვენ არასდროს არ განვაგებდით სუვერენული ქვეყნების ბედს, პირიქით, ჩვენ მათ სახელმწიფოებრიობის დაცვაში ვეხმარებოდით“, – განაცხადა პატრუშევმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე ისაუბრა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე და ნატო-ს „აგრესიული ბლოკი“ უწოდა. მისივე თქმით, ფინეთსა და შვედეთში ალიანსის ინფრასტრუქტურის განთავსება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ნატო-ს ინფრასტრუქტურის გაფართოებას ფინეთსა და შვედეთზე, რუსეთი განიხილავს პირდაპირ საფრთხედ, რომელიც მის უსაფრთხოებას ემუქრება, მაშინ ის ვალდებული იქნება რეაგირება მოახდინოს“ – ამბობს პატრუშევი.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ უკრაინის ომმა დასავლეთთან დაპირისპირება კულმინაციამდე მიიყვანა. მისივე თქმით, „ბრძოლა ახლა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სიბრტყეშიც მიმდინარეობს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა