Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

რაც დღეს დონბასში ხდება ჯოჯოხეთია, ოკუპანტების სასამართლოს წინაშე წარდგებიან

20.05.2022 ნახვები: 679

ის, რაც დღეს დონბასში ხდება ჯოჯოხეთია, ოკუპანტების სასამართლოს წინაშე წარდგებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის 85-ე დღის ბოლოს გამოქვეყნდა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვის გათავისუფლებას, მაგრამ დონბასზე ოკუპანტები ცდილობენ, უფრო მეტად გაზარდონ ზეწოლა. იქ არის ჯოჯოხეთი, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. სასტიკი და სრულიად უაზრო გახლდათ სევეროდონეცკის დაბომბვა. იქ ერთ დღეში დაიღუპა 12 ადამიანი, ათობით დაიჭრა. გრძელდება ჩვენი სხვა ქალაქების დაბომბვა საავიაციო და სარაკეტო დარტყმებით. ეს არ არის მხოლოდ საომარი მოქმედებები. რუსეთის არმიის დარტყმა ჩერნიგოვის რაიონზე, კერძოდ საშინელი დარტყმა დესნაზე. იქ ჯერ კიდევ გრძელდება ნანგრევების გაწმენდა, ბევრია დაღუპული. მუდმივი დარტყმები ოდესის ოლქში, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში. სრულად დანგრეული დონბასი – ამ ყველაფერს არ აქვს ახსნა რუსეთისთვის. ეს არის გააზრებული მცდელობა, მოკლან რაც შეიძლება მეტი უკრაინელი და დაანგრიონ, რაც შეიძლება მეტი სახლი, საწარმო. ეს არის ის, რასაც მიენიჭება უკრაინელი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია და ამის გამო ოკუპანტები წარდგებიან სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა