ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს
კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია
„ოპოზიციური ალიანსი“ - ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს
ელინა ვალტონენი - ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინასნებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, საქართველოს მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო „ლელოდან“, შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?
საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მოიპოვა
რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში, უახლოეს კვირებში ომის კიდევ უფრო გამწვავებაა მოსალოდნელი

07.05.2022 ნახვები: 667

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უახლოეს კვირებში უკრაინაში ომის კიდევ უფრო გამწვავებას ელის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მედია წერს, ამავდროულად სტოლტენბერგმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას.

„გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, არამედ უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა გააფრთხილა რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ატომური ომის მოგება შეუძლებელია და არ უნდა იყოს წარმოებული, მათ შორის რუსეთის მიერ“.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია არ ფლობს რაიმე მონაცემებს, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ პუტინის მუქარის მიუხედავად, უკრაინაში რუსული შეჭრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ატომური არსენალი მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა აყვანილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა