ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"

ზელენსკი - უკრაინელები მზად არ არიან, დათმონ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის სასარგებლოდ

02.05.2022 ნახვები: 768

უკრაინელები მზად არ არიან, დათმონ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის სასარგებლოდ, განსაკუთრებით, ათასობით სამხედროსა და მშვიდობიანი უკრაინელის დაღუპვის შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმერ ზელენსკიმ ბერძნულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა, აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

„ხალხი მზად არ არის, არც ერთი ჩვენგანი მზად არ არის. საზღვრები ძალადობრივად იცვლება, ასე ხდება, თორემ უკრაინაში საზღვრები არ იცვლება. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ მზად ვართ რუსეთს დავუთმოთ ნაწილი, ეს ნიშნავს, რომ ყველა ეს ადამიანი უბრალოდ ასე დაიღუპა. მაშინ რატომ დაიღუპნენ? და შემდეგ რუსეთი ამაზე არ გაჩერდება, თქვენ ეს უნდა იცოდეთ. ის ხომ ყირიმზე არ გაჩერებულა. ცოტა დასვენების საშუალება მივცეთ, სანამ 2-3 წელიწადში ახალ აგრესიას დაიწყებენ? ჩვენ ამაზე წასასვლელად მზად არ ვართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა