Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'
Pope Leo XIV calls for concessions to achieve peace in Ukraine amid protracted war
Zelensky tasks government and parliament with covering all defense funding needs

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - „აზოვსტალის“ ქარხნის მიმდებარე სახლები გუშინ 46 მშვიდობიანმა მცხოვრებმა დატოვა

ნახვები: 622 რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - „აზოვსტალის“ ქარხნის მიმდებარე სახლები გუშინ 46 მშვიდობიანმა მცხოვრებმა დატოვა

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის მიმდებარე სახლები გუშინ 46 მშვიდობიანმა მცხოვრებმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დღე გამოვიდა 25 ადგილობრივი მცხოვრები. დაბნელების შემდეგ, სიჩუმის რეჟიმის გამოყენებით გამოვიდა 21 ადამიანისგან შემდგარი მეორე ჯგუფი, რომელიც დასახლება ბეზიმენოეში გადაიყვანეს“, – აღნიშნავენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

რუსული მხარის მტკიცებით, ყველა ევაკუირებული სამოქალაქო პირი უზრუნველყვეს ღამის გასატარებლად თავშესაფრით, საკვებით და სამედიცინო დახმარებით.

რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინულ მხარეს.

მანამდე, მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში დაახლოებით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება და ზოგიერთი მათგანი „სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზეა“.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა