Russian forces have achieved no significant gains on battlefield – Zelensky
Zelensky says Ukraine preparing agreements with partners to strengthen air defense, energy security
სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა
აშშ-ის სენატმა ე.წ. შათდაუნის დასასრულებლად მიიღო საბოლოო კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატას დასამტკიცებლად გადაეგზავნა
ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებულ ტერორისტს სიკვდილით დასჯიან
წალენჯიხის მერმა გუბა საჯაიამ მერის ახლადანიშნულ წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კორუფციაში ჩართული პირები უნდა დაისაჯონ
ელენე ხოშტარია - პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ

ლელა ჯეჯელავა: „მეუფე სტეფანე ტიპური ეგზეკუტორია“

31.03.2021 ნახვები: 661

„ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდმარე პროცესები, ცხადია, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამავდროულად, სრულიად კანონზომიერიცაა," - ამის შესახებ CNews-ს ანალიტიკოსმა ლელა ჯეეჯლავამ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს ერთი ლოკალური ეპარქიის კი არა, არამედ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობაში წლობით დაგროვილი პრობლემების პროექციაა.


ცნობისთვის:

 

  • მიმდინარე წლის 8 მარტს, მარტვილში მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა. პარალელურად, ადგილზე შეიკრიბა მრევლის ნაწილი, რომელიც უკმაყოფილო იყო ახალი მმართველის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მეუფემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. იმ დროს, როცა მეუფე სტეფანე სასულიერო პირებს ხვდებოდა, მარტვილის ეპარქიის რეზიდენციის აივნის მოიაჯირი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ჟურნალისტები დაშავდნენ.
  • რამდენიმე კვირის შემდეგ, კერძოდ, 24 მარტს, მარტვილის ეპარქიაში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა -  მეუფე სტეფანე და მამა ათენოგენი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამჯერად, დაპირისპირების მიზეზი მეუფე სტეფანეს ბრალდებები გახდა, რომელმაც თქვა, რომ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს გერმანიაში შვილი ჰყავს. ამის შემდეგ, მარტვილის ეპარქიაში მსახური სასულიერო პირების ნაწილმა კანცელარიაში სპეციალური განცხადება შეიტანეს და მოითხოვეს, რომ მიტროპოლიტმა სტეფანე კალიჯიშვილმა დაამტკიცოს მეუფე პეტრე (ცაავას) წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები.
  • 30 მარტს, ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანა წინამძღვრობიდან გადააყენა. პარალელურად, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მეუფე სტეფანე დედა სოსანას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. „შენ ვინ ხარ, დებილი დედაკაცი," - ეუბნება მეუფე სტეფანე დედა სოსანას.

 

მარტვილის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ცნობილ ფორმულას იხსენებს, რომლის თანახმადაც, წესრიგიდან ქაოსის შექმნა ადვილია, ქაოსიდან წესრიგის შექმნა კი სხვა უნარებს ითხოვს.

„იმას , რაც საპატრიარქოს მართვა-გამგეობაში ხდება, მარტივად, შეიძლება, მართვადი ქაოსი ეწოდოს. ჭყონდიდის ეპარქია ამ მართვად ქაოსში დიდი ხანი არ ეწერებოდა. პრობლემაც აქიდან იღებს სათავეს და მას გაცილებით უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს, ვიდრე  ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებდა. დღევანდელი ვითარება აჩვენებს, რომ საპატრიარქოს არ აქვს სურვილი და არც უნარი, ჩასწვდეს პრობლემის რეალურ არსს  და შესაბამისად, სწორი გამოსავალი იპოვოს. მეთოდი, რომლითაც  საპატრიარქო ცდილობს, ჭყონდიდში არსებული პრობლემა გადაჭრას, არარელევანტურია. როგორც ჩანს, რომ მეუფე სტეფანეს  სამღვდელოებასა და მრევლში არსებული შფოთის ეგზეკუციის გზით ჩახშობა სურს," - ამბობს ჯეჯელავა.

მისივე თქმით, მეუფე სტეფანეს ქმედებები და ლექსიკა გაბნეული ცხვრების შემგროვებელი მწყემსის სახისაგან შორს არის.

„ის ტიპური ეგზეკუტორია, რომელიც   ფიქრობს, რომ თუ „ამას სიკვდილს",  „იმას ჩამოხრჩობას" გამოუწერს, მაშინ შფოთს  გაფანტავს და ჭყონდიდში წესრიგი დაისადგურებს. სამწუხაროდ, ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამწვავებს პრობლემებს და  საპატრიარქოში არსებულ  მანკიარებებსაც კიდევ უფრო   გააშიშვლებს.  ყველაზე უფრო დასანანი ის არის, რომ მეუფე სტეფანეც და მის  ეგზეკუტორად წარმგზავნელნიც პრობლემას, საკუთარი თავის გარდა, ყველგან ხედავენ - მეუფე პეტრეში, ადგილობრივ სამღვდელოებასა და მრევლში, მედიაში, პოლიტიკურ პარტიაში. ეს   კი დიდ ნუგეშს ვერ იძლევა, რომ საპატრიარქო შეძლებს ეკლესიაში დღეს არსებული მანკიერებისაგან გათავისუფლებას," - აცხადებს ლელა ჯეჯელავა და იმ დროს იხსენებს, როდესაც ეკლესიას შოთა რუსთაველიც მტრად ჰყავდა გამოცხადებული და ანტონ კათალიკოსმა „ვეფისტყაოსანი" კოცონზე საჯაროდ დაწვა.

„ამან რუსთაველს და მის ქმნილებას კი არა, ანტონ კათალიკოსს ავნო. ჰოდა, როგორც   რუსთაველი იტყოდა: „რაცა ღემერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების". როგორც ჩანს, ჩვენი  მღვდელმთავრების დიდი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში იღებდა იმ პატივს და დიდებას, რომელსაც მათი სულიერი  და მენტალური  მდგომარეობა არ იმსახურებდა. ახლა კი საზაღაურის   გადახდის მოვიდა დრო. აკი, თავადაც ამბობენ, „ჟამი ახლოსააოო". ეტყობა, მართლა ახლოსაა,  მეუფეები ამბოხის და შფოთის ჩასახშობად, სულიწმინდის ნაცვლად, პოლიციას რომ უხმობენ", - აცხადებს ლელა ჯეჯელავა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა