სუს-ი ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ევროკავშირის საბჭომ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა დაამტკიცა
ირაკლი კობახიძე - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ე.წ. TRIPP-ის მარშრუტს ეძღვნება, ამიტომ ლოგიკურია, რომ ის აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის
სუს-ი უწყების თანამშრომლის გარდაცვალებაზე - სამსახურში ადრე მოვიდა, როგორც ჩანს, აიღო იარაღი და გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან
გივი თარგამაძე - ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა, ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის
„სუფთა გრუზინული მკვლელობა“ - უბედურება, რომელსაც ვერაფერმა უშველა
Human Rights Watch - საქართველოს ხელისუფლება ახლად მიღებულ შემზღუდველ ზომებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად იყენებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

კარგად დანაყრებულებო და მშვიდად მძინერეებო საკუთარ ლოგინებში-პოდოლიაკის კრიტკული მიმართვა ევროპის ლიდერებს

03.04.2022 ნახვები: 751

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხეილ პოდოლიაკი რუსი ოკუპანტების სიმხეცის ამსახველ კადრებს აქვეყნებს და ევროპელ ლიდერებს მკაცრად აკრიტიკებს.

მთავარი ხომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების აზრით ის არის, რომ რუსებს პროვოცირება არ გაუკეთონ? მთავარია მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყოს? მტავრია რუსებს არ ეწყინოთ და არ გამოიყენონ?...რა არ გამოიყენონ? რეკეტები, ავიაბომბები, ტანკები, ადამიანების მასობრივი მკვლელობები, საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვა, დახვრეტები როგორც საკონცენტრაციო ბანაკებში? რა დარჩათ გამოუყენებელი?

საბოლოოდ, მსოფლიომ მიიღო ტოტალური არაადამიანური ქმედებები ბუჩაში, ირპენში, გოსტომელში. ათასობით მოკლული, გაუპატიურებული, დაბმული, ისევ გაუპატიურებული და მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები. მხეცურად მოკლულები...

ძალიან მაგარო და ევროპის ყოვლისმცოდნე დღევანდელო ლიდერებო, ასობით მოქმედო პოლიტიკოსებო, კარგად დანაყრებულებო და მშვიდად მძინერეებო საკუთარ ლოგინებში, ხომ არ გაქვთ სურვილი ყურადღებით შეისწვალოთ კიევის ოლქის 21 საუკუნის ფოტოარქივი? გინდოდათ სერებრენიცა 21 საუკუნეში? მიიღეთ? კმაყოფილები ხართ? ტრებინკას რეინკარნირება და ამით რუსეთის წახალისება გინდოდათ? გინდოდათ გაგხსენებინათ ამუშავებული კრემატორიუმების ჯოჯოხეთი, სადაც უკრაინელებს ცოცხლად წვავენ? ისევ ზურგს გვაქცევთ? მორიგ სამიტს ჩანიშნავთ, რომ შეშფოთდეთ და თავი გააქნიოთ?

არ შეიძლება რუსული ენის აკრძალვა ევროპის უნივერსიტეტებში, არაჰუმანურია, არა?

კიდევ ერთხელ ყურადღებით შეხედეთ ნატანჯ, გაუპატიურებულ, დამწვარ უკრიანელებს. 21 საუკუნეში. სპეცოპერაციის ფარგლებში. ახლა კი კიდევ ერთხელ უთხარით მსოფლიოს, რომ რუსეთი ფედერაციაა ნორმალურია, რომ ეს ბიზნესია, რომ არ შეიძლება რახმანინოვის აკრძალვა. შეხედეთ და თქვით. ან შებრუნდით. მთავარი ხომ მაინც ის არის, რომ პროვოცირება არ მოახდინოთ. მათ კი მასიურად ჩეხონ უკრაინელები..., - წერს პოდოლიაკი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა