მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში
საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით

გიგი უგულავა: „ერთობლივად ავიცრათ“

18.03.2021 ნახვები: 699

„ამ წუთას, ამ ქვეყანას ვაქცინაციაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არ აქვს," - აცხადებს „ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ერთობლივად აიცრან.

„ირაკლი კობახიძე და გიგი უგულავა და ყველა სხვა დანარჩენი, ვინც არიან პოლიტიკაში, შევიკრიბოთ და დემონსტრაციულად ერთად აიცრან. ეს ხო იქნებოდა, ჯერ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი თვითონ მოქალაქეებნის მიმართ - რომ უსაფრთოა აცრა და თუ გვინდა რომ ქვეყანა გაიხსნას, მოდი, ამას მაინც ერთად მივხედოთ, "- განაცხადა გიგი უგულავა „ტვ პირველის" ეთერში.

მისი თქმით, ახლა ეს ყველაზე მეტად სირდება ხალხს, რადგან ვაქცინაციის კუთხით, კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.

როგორც უგულავა აღნიშნავს, ვაქცინა კი გვიფუჭდება, პირდაპირი მნიშვნელობით - ვადა გასდის.

შეგახსენებთ:

* საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს 43 200 დოზა, დღეს, 13 მარტს, დილით შემოვიდა.

* ვაქცინის შემოსვლის თარიღი ორჯერ შეიცვალა.

* 15 მარტიდან, სამედიცინო პერსონალის აცრა დაიწყო.

„ხელმისაწვდომია 43.200 ვაქცინა, რომელიც გათვალისწინებულია მედიკოსების იმუნიზაციისთვის. რეგისტრირებულია 64.051 ადამიანი, 54 ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. 82 დაწესებულებაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

*ვაქცინის მისაღებად საქართველოში პირველი 73 წლის ქალბატონი დარეგისტრიდა. ის ლუგარის ლაბორატორის თანამშრომელი, 73 წლის თამარ გიორგაძეა.

* ექიმების დიდი ნაწილი, რომელთაც იმუნიზაციის პროცესი პირველ რიგში უნდა შეეხოს, "ასტრაზენეკას" ვაქცინას უნდობლობას უცხადებს. მედიკოსები ამბობენ, რომ მათ ხელი "ფაიზერის" ვაქცინით აცრაზე მოაწერეს და გაუგებარი რჩება, რატომ ვერ შემოვიდა საქართველოში ხელისუფლების მიერ დაპირებული სწორედ ეს ვაქცინა.

* ვაქცინაციისთვის შერჩეულია 82 დაწესებულება.

* ვაქცინაციის მსურველებმა ჯავშანი შესაბამის პორტალზე უნდა გააკეთონ.

* AstraZeneca-ს ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია.

CNews

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა