ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

საქართველოში PCR-ტესტის პასუხით შემოსვლის უფლების მქონე ქვეყნების მოქალაქეთა წრე გაიზარდა

ნახვები: 775 საქართველოში PCR-ტესტის პასუხით შემოსვლის უფლების მქონე ქვეყნების მოქალაქეთა წრე გაიზარდა

გაიზარდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საჰაერო საზღვარზე შემოსვლა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საქართველოში, საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლას დღეიდან შეძლებენ თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები ან ბინადრობის უფლების მქონე პირები.

აღნიშნული რეგულაცია ასევე ვრცელდება ვიზიტორებზე ევროკავშირიდან, აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ბაჰრეინიდან, ბელარუსიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან, საუდის არაბეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ყატარიდან, ყაზახეთიდან, შვეიცარიიდან.

აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა