ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"

ეკონომიკური კოლაფსი არ იქნება, წარსულში სანქციებმა სარგებელი მოგვიტანა-მედვედევი

19.03.2022 ნახვები: 782

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ დაწესებული სანქციები რუსეთის ეკონომიკას ვერ ჩამოშლის.

მისი თქმით, ამ რწმენის საბაბს ქვეყნის შესაძლებლობები და მეგობარ ქვეყნებთან პარტნიორობა აძლევს.

მედვედევმა აღნიშნა, რომ წარსულში დაწესებულმა სანქციებმა ქვეყანას მხოლოდ სარგებელი მოუტანა, ვინაიდან მრავალ სფეროში შიდა წარმოება აიძულა.

მისი თქმით, რუსეთის მოსახლეობისა და ეკონომიკის დასახმარებლად სახელმწიფომ უკვე შეიმუშავა რამდენიმე პროგრამა.

„ჩვენ განვითარებისთვის ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს. ადრე დაწესებულმა სანქციებმა მრავალმხრივი სარგებელიც მოგვიტანა და გვაიძულა, რომ აქტიურად ჩაგვენაცვლებინა იმპორტი ყველა ინდუსტრიაში, მათ შორის მეცნიერებაშიც, შეგვექმნა ახალი ტექნოლოგიები, პროდუქტები და მედიკამენტები.

ხელისუფლებამ უკვე მიიღო დამატებითი გადაწყვეტილებები ხალხისა და ეკონომიკის მხარდასაჭერად. მათ შორის: სოციალური დახმარებები, დამატებითი დაფინანსების გზები მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიებისთვის, სოფლის მეურნეობისა და საბანკო სექტორისთვის. ზოგადად ეკონომიკური კოლაფსი არ იქნება." - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს ბევრი სანდო პარტნიორი არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.

„ეს უდიდესი და იმედის მომცემი ბაზარია, რომელიც არ ირღვევა ისეთი წინააღმდეგობების გამო, როგორც ეს ევროპაში ხდება. ამ პარტნიორობისა და თანამშრომლობის ნაყოფი ცხადზე ცხადია" - თქვა მან.

მედვედევი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რთული იქნება ქვეყნის შიგნით პროდუქტების წარმოება იმ სექტორებში, სადაც რუსეთს სანქციები აქამდე არ ჰქონია, თუმცა ის ამბობს რომ ეს რეალურია.

რუსი პოლიტიკოსი ამბობს რომ "მტრები" ინანებენ რუსეთის განვითარების შეზღუდვის მცდელობას.

„ჩვენ გვჭირდება შიდა წარმოებს განვითარება იმ სფეროებში სადაც ეს აქამდე არ გაგვიკეთებია. ამოცანა რთულია, განსაკუთრებით ახლანდელ პირობებში, მაგრამ შესრულებადი, განსაკუთრებით იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სოლიდარობა და ურთიერთდახმარება რთულ წლებში ყოველთვის გვეხმარებოდა.

და ჩვენი მტრები კი, ვინც დღეს ჩვენი განვითარების შეზღუდვას და ჩვენი ცხოვრებისთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ, არაერთხელ მტკივნეულად ინანებენ იმას, რაც ჩაიდინეს", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა