ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

პუტინმა „ეფ-ეს-ბე“-ს წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო - მე-5 განყოფილების ხელმძღვანელები შიდაპატიმრობაში აიყვანა

ნახვები: 747 პუტინმა „ეფ-ეს-ბე“-ს წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო - მე-5 განყოფილების ხელმძღვანელები შიდაპატიმრობაში აიყვანა

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Meduza იუწყება, რომ ვლადიმირ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. ჟურნალისტები ანდრეი სოლდატოვი და ირინა ბოროგანი ამბობენ, რომ დარტყმის ქვეშ მოყვა FSB-ს მე-5 განყოფილება, რომელიც დაზვერვაზე მუშაობს. წყაროების თანახმად, ამ განყოფილების ხელმძღვანელობა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

მე-5 განყოფილება, რომელსაც ოფიციალურად ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო კავშირების სამსახური ჰქვია, FSB-ში უცხოელ პარტნიორებთან კავშირს კურირებს, მათ შორის ამერიკულ უწყებებთან. განყოფილების შიგნით მოქმედებს ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც უცხოური დაზვერვის ფუნქციას ასრულებს. საზღვარგარეთ ოპერაციების ჩატარების უფლება FSB-მ 1990-იანი წლების ბოლოს მიიღო, როცა დირექტორი ვლადიმირ პუტინი იყო.

როგორც გამოცემა წერს, სწორედ მე-5 განყოფილება იყო პასუხისმგებელი, რომ უკრაინაში შეჭრამდე პუტინისთვის პოლიტიკურ ვითარებაზე ინფორმაცია მიეწოდებინა.

"როგორც ჩანს, ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ პუტინი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ის უბრალოდ შეცდომაში შეიყვანეს, ლიდერის გაბრაზების შიშით, უბრალოდ ამარაგებდნენ იმ ინფორმაციით, რომლის მოსმენაც თვითონ უნდოდა", - წერს Meduza.

წყაროების ინფორმაციით, მე-5 განყოფილების ხელმძღვანელი, გენერალი სერგეი ბესედა და მისი მოადგილე შინაპატიმრობაში მოათავსეს. მიზეზებს შორის დასახელებულია ოპერაციებისთვის გამოყოფილი თანხების მითვისება და ცუდი სადაზვერვო ინფორმაცია.

უკრაინაში აცხადებენ, რომ ბესედა მაიდნის მოვლენების დროს 2014 წლის 20-21 თებერვალს კიევში იმყოფებოდა. რაც შემდგომში რუსეთმაც დაადასტურა. თუმცა მოსკოვში ამბობენ, რომ ბესედა რუსეთის საელჩოს უსაფრთხოების შესამოწმებლად ჩავიდა, თუმცა კიევში ამ ინფორმაციის არ სჯერათ. 2014 წლიდან FSB-ს მაღალჩინოსანი ევროკავშირის სანქცირებულთა სიაშია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა