საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

ელჩის გაწვევა მაშინ, როდესაც ჩვენი ელჩი არის უკრაინაში ტყვიების ქვეშ, დამატებით კითხვებს წარმოშობს-ვოლსკი

01.03.2022 ნახვები: 747

ეკონონიკური სანქციებთან დაკავშირებით საუბრებამდე ჩვენ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ იმ მძლავრ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რაც ყველა საერთაშორისო ფორმუზე გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში ელჩის გაწვევა დამატებით კითხვებს წარმოშობს.

„დარწმუნებული ვარ, ამ კონსუტლტაციების დროს განიხილება შემდეგი ფაქტორები, პირველი, დღეს საქართველოს ათასობით მოქალაქე აბარებს სისხლს და კიდევ გროვდება დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება. საქართველო იმყოფება ტანკის ლულის სამიზნე მდგომარეობაში და ათასაბით თავისი მოქალაქე არის მძევალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეკონომიკური სანქციებთან დაკავშირებით საუბრებამდე ჩვენ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ იმ მძლავრ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რაც ყველა საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. ამ ვითარებაში ელჩის გაწვევა, მაშინ, როდესაც ჩვენი ელჩი არის იქ ტყვიების ქვეშ, რასაკვირველია, დამატებით კითხვებს წარმოშობს.

იმედი მაქვს, ამ კითხვებს კონსულტაციების დროს გაეცემა ობიექტური პასუხი. არანაირი რესურსი საქართველოს არ აქვს, რომ დაუწესოს ეკონომიკური სანქციები რუსეთს და რუსეთს ყველა რესურსი აქვს, რომელიც მას ხელში გადასცა, ჩაახუტა იმ ხელისუფლებამ, რომელიც ახლა ხმამაღლა განცხადებებს აკეთებს, ტერიტორიების ოკუპაციის არ იყოს. მოღალატეობრივი განცხადების ხელმომწერები დღეს აქეთ ჭკუას გვარიგებენ. რასაკვირველია, პირდაპირი ან ირიბი სამხედრო მონაწილეობა ამ დაპირისპირებაში იმ რესურსის გარდა, რომელსაც მობილიზება გაუკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, შეიძლება, ასევე დამანგრეველი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.

კითხვა ჩნდება, ზელენსკის არის ეს გადაწყვეტილება თუ ამ მძიმე მდგომარეობაში შექმნილი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ, პროვოკაცია მოახდინა ჩვენი და უკრაინის დაპირისპირების რაღაც ელემენტის შემოტანის. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი უკრაინა არ შეიძლება, რამე პოლიტიკურ კამათებში ჩავრთოთ ან ჩვენ ჩავერთოთ მის მიმართ, პირიქით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა