გოჩა მირცხულავა: ეკლესიას ილია II-ს გარეშე - ოთხი უმძიმესი გამოწვევა
პატრიარქის დაკარძალვასთან დაკავშირებული დეტალები წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გამოცხადდება
ილია მეორე გარდაიცვალა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება
რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი - იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია
ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს
საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს
მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი

მიმოფანტული ცხედრები-რუსეთმა ხარკოვზე იერიში მიიტანა

28.02.2022 ნახვები: 781

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთმა ხარკოვზე უპრეცედენტო იერიში მიიტანა. სარაკეტო იერიშის დროს ათობით ადამიანი დაიღუპა, ქუჩებში ცხედრება მიმოფანტული. აგრესორის მხრიდან დაბომბვა ამ წუთებშიც გრძელდება. ქალაქში აქტიური ბძღოლები მიმდინარეობს.

არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ოლქის რამდენიმე ჩინოვნიკი საოკუპაციო ძალების მხარეს გადავიდა. მხარის გუბერნატორი ვიდეოკონფერენციის დროს მოღალატე ჩინოვნიკებს დაემუქრა და თქვა, რომ "ყველა მოღალატეს დავხვრიტავ ადგილზე დახვრიტავს".

რთული მდგომარეობაა ქალაქ ენერგოდარშიც. რუსეთი ირწმუნება, რომ ქალაქს სრულად აკონტროლებენ. ამის მიუხედავად, ადგილობრივები რუსულ ჯარს ბარიკადებს უშენებენ.

მძიმე ვითარებაა ახტირკაშიც, სადაც რუსმა აგრესორებმა ნავთობაზა ჟენევის კონვენციით აკრძალული ვაკუუმური ბომბით ააფეთქეს.

საჰაერი ეერიში მიტანეს დღეს ქალაქ გოსტომელზეც. ქალაქის თავზე რამდენიმე რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა, რომლებიც უმართავ რაკეტებს უკრაინული შეიარაღებული ძალების სახმედრო ობიექტებს ესვრიან.

იწვის ჩერნიგოვიც. ქალაქი ისევ ბრძოლის ეპიცენტრია. გუშინდლიდან მოყოლებული იქ აფეთექბებეის ხმა არ წყდება. დილიდან ჭურვები საცხოვრებელ კორპუსებს, საბავშვო ბაღს და სხვდასხვა შენობებს ხვდება.

მტერმა იერიში ქალაქ ბუცაზეც მიიტანა, სადაც საცხოვრებელი სახლები გაანადგურეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა