Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'
Pope Leo XIV calls for concessions to achieve peace in Ukraine amid protracted war
Zelensky tasks government and parliament with covering all defense funding needs

მარკო რუბიო - რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დასრულდეს

ნახვები: 623 მარკო რუბიო - რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დასრულდეს

ამ კონფლიქტში აგრესორი რუსეთია, მაგრამ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის მიერ თანამდებობაზე ერთხმად დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გვინდა, რომ ომი დასრულდეს. ეს ნათელია. პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ სურს იყოს პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობას ხელს შეუწყობს და კონფლიქტებს დაასრულებს. ეს, ასევე, რთული იქნება. რთული საკითხებია. ვადების დადგენა არ შემიძლია, მაგრამ ვიტყოდი, რომ როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტს ასრულებ, რომელთაგან თავიანთ მაქსიმალურ მიზნებს ვერცერთი ვერ აღწევს, მაშინ რაღაცის დათმობა ორივე მხარეს მოუწევს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრიორიტეტი იქნება.

„ამ კონფლიქტში აგრესორი რუსეთია, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. საბოლოო ჯამში, ეს საგარეო პოლიტიკის სირთულეს წარმოადგენს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა