Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

დევნილთა სააგენტომ გამოაქვეყნა 300-ზე მეტი დევნილი ოჯახის სია, რომლებსაც სახლებს შეუსყიდის

19.02.2022 ნახვები: 675

​დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 300-ზე მეტ დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

სააგენტოს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც ექვსთვიანი ვადა მიეცათ.

2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 5 000 ოჯახი განსახლდება. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით, კომისიის სხდომები ყოველთვიურად გაიმართება.

„სოფლად სახლის" პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე - www.idp.gov.ge გამოქვეყნდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა