პირს, რომელიც დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება
მეწარმე სუბიექტი, ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, შესაძლოა 20 000 ლარით დაჯარიმდეს
საკანონმდებლო ცვლილებებით, გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
დონალდ ტრამპი - ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინასთან და რუსეთთან დაკავშირებით ძალიან კარგი რამ ხდება
საგამოძიებო სამსახური - ილია ღუდუშაურმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება - გამოცხადებული ტენდერი მისი უკანონო დავალებით შეწყდა და გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კომპანიაზე
Firefight continues in Myrnohrad center — AFU
Russian army strikes Sumy region nearly 60 times in 24 hours, casualties reported
Air Defense Forces neutralize 135 of 165 Russian drones

პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია! [ვიდეო]

27.06.2024 ნახვები: 646

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა. „ჯვაროსნები“ თავის პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდნენ!

ფაქტები

  • ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა დიდ ტურნირზე. მას საქართველოს ნაკრებში 33 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი.
  • ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში 5 ყველაზე სწრაფ გოლს შორის შედის. მან პორტუგალიის კარი მატჩის დაწყებიდან 92-ე წამზე აიღო.
  • პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე სწრაფი გოლი სწორედ საქართველოს ნაკრებისგან გაუშვა.
  • გიორგი მიქაუტაძე გარეტ ბეილის შემდეგ (2016) პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო სამ შეხვედრაში გოლი გაიტანა ან ასისტი შეასრულა.
  • საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ამ ეტაპისთვის უნგრეთზე, შოტლანდიაზე, იტალიაზე, ხორვატიაზე, ალბანეთზე, ინგლისზე, დანიაზე, სლოვენიაზე, სერბეთზე, საფრანგეთზე, პოლონეთზე, სლოვაკეთზე, ბელგიაზე, უკრაინაზე და ჩეხეთზე მეტი გოლი გაიტანა.

I ტაიმი

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საწყის ორ მატჩში ერთი ქულა მოიპოვა – ჩეხეთთან 1:1 ითამაშა. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენს გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. ეს „ჯვაროსნებისთვის“ დამატებითი სტიმული აღმოჩნდა – მოედანზე მაქსიმალურად მობილიზებული გავიდნენ. მეორე წუთზევე მიეცა გატანის კარგი შანსი და მიქაუტაძის პასით კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

„ტოტენჰემის“ მწვრთნელი ენჯ პოსტეკოგლუ უეფა-სთვის – საქართველომ საოცრად დაიწყო. კვარაცხელიასთვის გაკეთებული საგოლე გადაცემა ბრწყინვალე იყო, რადგან მას ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა არ დასჭირდა. ერთი შეხება და დაგვირგვინება.

პირველი ტაიმის სტატისტიკა: მამარდაშვილმა ბურთი 3-ჯერ მოიგერია. კარის ჩარჩოში დარტყმა: საქართველო 1, პორტუგალია – 3. კარის მიმართულებით: საქართველო 3, პორტუგალია – 9. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობაში პორტუგალიელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, საქართველოს ნაკრები მხოლოდ 4-ჯერ დაჯარიმდა. ჩვენს მეტოქეს კი პირველ ტაიმში ორი ჯარიმა და ორი ყვითელი ბარათი ჰქონდა.

II ტაიმი

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, მოედნის ცენტრს კვლავ პორტუგალიელები აკონტროლებდნენ, ქართველები კი მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. ერთ-ერთი ასეთი იერიშისას ლოჩოშვილი პორტუგალიელებმა საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და საქართველო 2:0 დაწინაურდა.

3 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გიორგი მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იგი მე-9 მოთამაშეა, რომელმაც ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გაიტანა. ის ისეთ ფეხბურთელებს შეუერთდა, როგორებიც – ალან შირერი, ხრისტო სტოიჩკოვი, სავო მილოშევიჩი, მილან ბაროში, რუუდ ვან ნისტელროი, გარეთ ბეილი და კრისტიანო რონალდო არიან.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა