საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას

04.05.2024 ნახვები: 710

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი გმობს რუსულ კანონს და აცხადებს, რომ წყვეტს მთავრობასთან თანამშრომლობას იქამდე, სანამ ის კვლავ ქვეყნის ევროპული გზის სამსახურში არ დაბრუნდება.

"ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 2011 წლიდან ემსახურება ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის დიალოგს და ქვეყნის განვითარებას კვლევითი საქმიანობითა და ეკონომიკური ექსპერტიზით, გმობს მთავრობის მიერ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსის რისკის ქვეშ დაყენებას და რუსულ კანონს და წყვეტს მთავრობასთან თანამშრომლობას იმ მომენტამდე, სანამ საქართველოს მთავრობა კვლავ ქვეყნის ევროპული გზის სამსახურში არ დაბრუნდება", - ნათქვამია განცხადებაში.

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

29 აპრილს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა