საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

თეონა აქუბარდია ბექა ოდიშარიაზე - წარმოუდგენელია ასეთი ენით საუბარი პარლამენტში

03.04.2024 ნახვები: 716

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამო, მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბოდიში პირად საუბრებში მოუხადა.

აქუბარდიას თქმით, ბექა ოდიშარიას მსგავსი განცხადებებით ხდება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსისტური განცხადების წახალისება.

„სექსისტური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული და დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ არახალია. ჩემი მისამართით სექსისტური და გენდერული დისკრიმინაციის მატარებელი განცხადების შეფასება სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში ადეკვატურად ასახა. დღეს, როდესაც ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხი იხილებოდა და ანა ნაცვლიშვილი ტრიბუნიდან გამოდიოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებდა, დიახ, იყო ეს ფრაზა, სადაც მე მქონდა შელაპარაკება ამ ფრაზის ავტორთან. წარმოუდგენელია ასეთი ენითა და ლექსიკით საუბარი პარლამენტში, მით უფრო როცა საუბარია ქალთა კვოტირების საკითხზე და როდესაც კაცი ელაპარაკება ქალს ამ ენით. ეს არც ქართულია და არც მანდილის ღირსებაში ჯდება. ეს არის კაცი, რომელიც მანდილის ღირსების დაცვა მოგვიწოდებდა.

ამით ხდება წახალისება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსისტური განცხადების. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მამუკა მდინარაძემ გულწრფელად ბოდიში მომიხადა თავისი კოლეგის ამ განცხადების გამო, რასაც ვაფასებ თუმცა ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა