Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

ჰერმან საბო - არ მგონია, პრეზიდენტმა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

19.02.2024 ნახვები: 682

არ მგონია, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ასეთი შეწყალება არ იქნება დეესკალაციის და დეპოლარიზაციის მხარდამჭერი, ქალბატონი პრეზიდენტი ამას ხვდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

საბოს თქმით, ზურაბიშვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, თუ დაინახავს, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პირად დაინტერესებას გადალახავენ, მზად იქნებიან, ითანამშრომლონ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და დიდი შერიგების ნაწილში მოახერხონ ერთმანეთთან დაახლოება.

„თუ დაახლოების ნიშნები ვერ დაინახა ქალბატონმა პრეზიდენტმა, მაშინ არ მგონია, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას. პოლონეთი მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარია. მის მაღალჩინოსნებს ადრეც გაუკეთებიათ განცხადება სააკაშვილის, მათ შორის, ჰუმანიტარული მიზნით პოლონეთში გადაყვანაზე, ასე რომ, რამე განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ასეთი, თუნდაც უხერხულობა შეიქმნა. დიახ, ქალბატონ პრეზიდენტს აქვს ეს ბერკეტი, მაგრამ, კონტექსტიდან გამომდინარე, არ მგონია, რაიმე განსაკუთრებული ოპოზიონერია, ის, ერთი მხრივ, შეიძლება, არ მიდიოდეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, ხედავდეს, რომ ასეთი შეწყალება ახლა, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შერიგების გარეშე იქნება სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაციის მიზეზი. ასე რომ, ლოგიკურია ორივე მხრიდან მისი ქმედება, რომ არ იწყალებს სააკაშვილს“, – განაცხადა საბომ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა