ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

ზელენსკი ორი წლის ქონებრივ დეკლარაციას აქვეყნებს - მისი შემოსავალი 7 მილიონით შემცირდა

ნახვები: 732 ზელენსკი ორი წლის ქონებრივ დეკლარაციას აქვეყნებს - მისი შემოსავალი 7 მილიონით შემცირდა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი ოჯახის შემოსავალი შემცირდა 2021 წელს თითქმის 11 მილიონი უკრაინული გრივნიდან 2022 წელს 3,7 მილიონ გრივნამდე.

ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდი იუწყება.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტმა კანონის მოთხოვნის შესაბამისად გაასაჯაროვა მისი 2021, 2022 წლების შემოსავლები.

2021 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავალმა შეადგინა 10,825 მილიონი გრივნი, მათ შორის შემოსავალი უკრაინის შიდა სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვიდან – 5,36 მილიონი გრივნი. 

2021 წელს ზელენსკის ოჯახის შემოსავალი ძირითადად ხელფასს, საბანკო პროცენტს და უძრავი ქონების გაქირავებიდან შემოსავალს შეადგენდა. ამ თანხამ 5,465 მილიონი გრივნი შეადგინა.

პრეზიდენტის ოჯახის შემოსავალი 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 11,922 მილიონი გრივნით შემცირდა. 2021 წლის ბოლოს შემცირდა პრეზიდენტის ოჯახის ფულადი ნაშთიც.

ზელენსკი არის მრავალი სავაჭრო ნიშნის მფლობელი. 22 სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია, რომელიც ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, 2021 წელს დასრულდა.

2022 წლის დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავალმა შეადგინა 3,693 მილიონი გრივნი.

პრეზიდენტის ოჯახის შემოსავალი 2022 წელს შემცირდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე იჯარის ხელშეკრულებების დროებით შეწყვეტის გამო.

პრეზიდენტის ოჯახის ფულადი ბალანსი 2022 წლის ბოლოს შემცირდა თითქმის 1,8 მილიონი გრივნით.

სხვა ცვლილებები 2021 და 2022 წლებში აქტივებთან, უძრავ ქონებასთან, სატრანსპორტო საშუალებებთან და ა.შ. არ ყოფილა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა