ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა

12.01.2024 ნახვები: 685

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა.

კერძოდ, რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა სტამბოლის, მიუნჰენის, რიგის, დუბაისა და ბაქოს მიმართულებით. გარდა ამისა, გაუქმდა სტამბოლიდან თბილისისკენ მომავალი რეისებიც.

გაუქმებულ ფრენებს შორისაა თბილისიდან სტამბოლის „საბიჰა გოგჩენის“ აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილი რამდენიმე ავიარეისი.

ამასთან, უამინდობის გამო გაუქმდა ფრენები „გოგჩენის“ აეროპორტიდან თბილისის მიმართულებითაც, რომლებიც ავიაკომპანია „პეგასუსისა“ და „თურქიშ ეარლაინსის“ კუთვნილ თვითმფრინავებს უნდა შეესრულებინათ. „თურქიშ ეარლაინსის“ დაგეგმილი ერთ-ერთი რეისი, თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, რამდენიმე საათით გადაიდო და ფრენას მგზავრები აეროპორტში ელოდებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა