საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

ბიძინა ივანიშვილი - დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს

30.12.2023 ნახვები: 718

ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, დაასანქცირეთ, დაასანქცირეთო - დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში ყველა აქტივი გაუჩერეს.

„ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უკვე სანქცირებული ვარ. მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, კანონის გზების ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან ერთ თვეში რეალურად ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად სანქცირებული ვარ და ამიტომ, ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, დაასანქცირეთ, დაასანქცირეთო. დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს. ნახეთ, რომ კიდევ პოლიტიკაშიც დავბრუნდი რომ ქვეყანას დავეხმარო“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვას, პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილების მიზეზი საერთაშორისო სანქციების შიში ხომ არ გახდა, ივანიშვილი ასე პასუხობს: „არ მაქვს მაგის შიში იმიტომ, რომ სანქცირებული ვარ დიდი ხანია და ღია კარებს რატომ ამტვრევთ?“

„ადვოკატებმა სანქციებთან დაკავშირებით ძალიან კარგი განმარტებები გააკეთეს. დადგება დრო და მეც საჯაროდ გამოვალ და უფრო მეტს ვეტყვი საზოგადოებას. დღეს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ამაზე მეტის თქმას საჭიროდ არ ვთვლი“,- განახადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა