სუს-ი ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ევროკავშირის საბჭომ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა დაამტკიცა
ირაკლი კობახიძე - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ე.წ. TRIPP-ის მარშრუტს ეძღვნება, ამიტომ ლოგიკურია, რომ ის აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის
სუს-ი უწყების თანამშრომლის გარდაცვალებაზე - სამსახურში ადრე მოვიდა, როგორც ჩანს, აიღო იარაღი და გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან
გივი თარგამაძე - ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა, ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის
„სუფთა გრუზინული მკვლელობა“ - უბედურება, რომელსაც ვერაფერმა უშველა
Human Rights Watch - საქართველოს ხელისუფლება ახლად მიღებულ შემზღუდველ ზომებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად იყენებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებენ

20.10.2023 ნახვები: 737

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ნადირაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ეძგვერაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ შევა.

„ჩვენს კოლეგას, საკრებულოს დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს 40-ზე მეტი ადამიანი დაესხა ჯგუფურად თავს და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი ვიდეო მტკიცებულება და ფაქტი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანია დასჯილი. ის ათეულობით დამნაშავე, ბანდიტი, ჯერ კიდევ დაუსჯელია. “ქართულ ოცნებას” ჰქონდა და აქვს კიდევ მცდელობა, რომ ეს ყველაფერი გადაეყვანა თითქოს და იყო პირადი ანგარიშსწორება და დაპირისპირება, თუმცა ამ ვიდეომტკიცებულებებში ცალსახად ჩანს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირება და შურისძიება ირაკლი ეძგვერაძის საქმიანობის გამო, რომელიც ამ ადამიანს უკავშირდება 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული. კერძოდ, ვგულისხმობ კახი კალაძის გლდანში დამარცხებას. შემდგომ უკვე საკრებულოში ამ ადამიანის აქტიურობამ მიიყვანა ეს ხალხი, ეს ბანდიტები ამ მდგომარეობამდე, რომ ჯგუფურად გასწორებოდნენ.

დღეს ბოიკოტის ნიშნად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამით კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ “ქართული ოცნების” მიერ შექმნილია ავტოკრატიული რეჟიმი, რომელსაც შეუძლია მათ შორის საკრებულოს დეპუტატებზე იძალადოს, როგორც ძალადობს ქუჩაში ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებზე”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ამასთან, ნადირაძემ მიმართა პროკურატურას, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომელთა იდენტიფიცირება მარტივად შესაძლებელია და დღემდე დაუსჯელები არიან.

„თუ ამ დამნაშავეებს, ამ ბანდიტებს ხელს არ აფარებს კახი კალაძე და ეს თავდასხმა არ იყო ორგანიზებული მის მიერ, თუ ეს ინციდენტი არ უკავშირდება “ქართული ოცნების” დეპუტატს კოტე ზარნაძეს და მასთან დაპირისპირებას, თუ ამ ადამიანებს ხელს არ აფარებს სუს-ი, ხელს არ აფარებს პოლიცია, მივმართავ კიდევ ერთხელ მთავარ პროკურატურას, დაისაჯოს ყველა ის დამნაშავე, ყველა ის პირი, რომლის იდენტიფიცირებაც არის მარტივად შესაძლებელი და რომლებიც დღემდე რჩებიან დაუსჯელები! კადრებში ჩანს როგორ ცდილობენ ამ ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობას, როდესაც მანქანითაც კი ეჯახებოდნენ ამ ადამიანს, ეს პირიც კი არ არის დასჯილი, ამიტომ მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, ყველა საგამოძიებო უწყებას, რომ დაუყოვნებლივ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა “ქართული ოცნება" და ამ ადამიანებს ზურგს უმაგრებდა პოლიცია და სუს-ი”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა