Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

მიმართვა მიხეილ სააკაშვილს - მომავალშიც არაერთხელ იქნება ფაქტი, როდესაც არ დაგეთანხმებით და როდესაც თქვენს ნაბიჯებს მოვიწონებ

01.11.2021 ნახვები: 745

„თქვენი შიმშილობა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას კი არ აზიანებს, არამედ, იმ პოლიტიკურ პროცესსაც, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ბოლო ორი ათეული წელია, ბრძანდებით!",- აცხადებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. 

გ. მირცვხულავას მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს
ბატონო მიხეილ,
არც თქვენი მმართველობის დროს და არც შემდეგ, არასოდეს მომრიდებია, ხმამაღლა გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების და პირადად თქვენს - საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
ჩემი პოზიცია ხშირად „აბნევდა" როგორც თქვენს მოწინააღმდეგეებს, ასევე, მომხრეებს, თუმცა ვის-ვის და, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, როგორც კრიტიკული აზრის, ასევე, პოზიტივის დანახვის უნარის ძალა. შესაბამისად, არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას დაბნეულთა იარლიყებს.
დიახ, მე არ მომეწონა თქვენი გადაწყვეტილება მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით ისევე, როგორც სამშობლოში დაბრუნების ფორმა. ამაზე ახლა მსჯელობას არ ვაპირებ, მით უფრო, რომ ეს უკვე შემდგარი ფაქტი და თქვენს არჩევანზე დაფუძნებული აქტია.
ბატონო მიხეილ,
ცალკეულ საკითხებზე თანხმობა და უთანხმოება სრულებით არ გამორიცხავს, ასევე, ჩემს დამოკიდებულებას თქვენს შიმშილობასთან დაკავშირებით.
მიმაჩნია, რომ უნდა შეწყვიტოთ შიმშილობა და ამ პოზიციის სასარგებლოდ უამრავი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო. ვიტყვი მხოლოდ ორს: ეს სწორია, როგორც ჰუმანური, ასევე, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.
რა თქმა უნდა, გაქვთ საკუთარი ცხოვრების განკარგვის უფლება, მაგრამ არ გეთანხმებით, რომ გაქვთ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის უფლება!
რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ნათელია, რომ პოლიტიკა არ არის ერთჯერადი და დროში შემოსაზღვრული აქტი!
უნდა შეწყვიტოთ შიმშილობა თუნდაც იმ რეალობის სწორად შესაფასებლად, რომელიც ახლა საქართველოსა და რეგიონშია შექმნილი.
უნდა შეწყვიტოთ შიმშილობა, რადგან მოიძებნოს გამოსავალი იმ პოლარიზაციის დასასრულებლად, რომელშიც ახლა ქართული სახელმწიფო იმყოფება, სახელმწიფო, სადაც ჰიბრიდული ომი მძვინვარებს, პოლარიზაცია კი ვის წისქვილზეც ასხამს წყალს, არ გესწავლებათ, მით უფრო, იმ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, რაც კარგად გახსოვთ.
ზუსტად ვიცი, რომ მომავალშიც არაერთხელ იქნება ფაქტი, როდესაც არ დაგეთანხმებით და როდესაც თქვენს ნაბიჯებს მოვიწონებ. ეს იქნება სრულიად ნორმალური, რადგან გონიერ პოლიტიკოსებს მაქებრების სექტა კი არა, მწარე სიმართლე და დამფასებლები სჭირდებათ სწორი გადაწყვეტილებებისა და მოტივაციისთვის.
ახლა, დიახ, ახლა თქვენი შიმშილობა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას კი არ აზიანებს, არამედ, იმ პოლიტიკურ პროცესსაც, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ბოლო ორი ათეული წელია, ბრძანდებით!
თქვენი შიმშილობა ამ ეტაპზე პოლიტიკურ პროცესს კი არ ქმნის, არამედ, აფერხებს, მინიმუმ, კალაპოტს უცვლის. ახალ კალაპოტს კი ბევრი შლამი მოჰყვება - ესეც კარგად მოგეხსენებათ და ისიც, რომ მის დაწმენდას დიდი დრო უნდა.
ბატონო პრეზიდენტო,
შეწყვიტეთ შიმშილობა.

გოჩა მირცხულავა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა