ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს
საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს
მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი
ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს
კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია

თამარ კორძაია - სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში უკვე ჩავერთეთ, არ ვიზიარებ გიორგი ვაშაძის პოზიციას, რადგან უმრავლესობამ რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე ჩვენი მოსაზრებები გაითვალისწინა

13.09.2022 ნახვები: 657

სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში უკვე ჩავერთეთ და არ ვიზიარებ გიორგი ვაშაძის პოზიციას, რადგან უმრავლესობამ რეგლამენტში შესატან ცვლილებებზეც მოისმინა ჩვენი მოსაზრებები და გაითვალისწინეს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კორძაიამ შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადება, სადაც ის ამბობს: „ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას იმ თაღლითურ სქემაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ აბლაბუდასავით ხლართავს. მეტიც, ოპოზიციონერ კოლეგებს მოვუწოდებთ, მგლის თავზე სახარების კითხვას შევეშვათ და მმართველი პარტიის ლუსტრაცია მოვახდინოთ“.

თამარ კორძაიას თქმით, ჯერჯერობით სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები სამართლებრივად სწორი და გამართულია.

„ახლა სამართლებრივი პროცედურები ნორმალურად მიმდინარეობს და თუ „ქართულ ოცნებას“ პროცესის არევა უნდა პოლიტიკურად, ამას მოახერხებს კიდეც, მაგრამ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. ჯერჯერობით სახალხო დამცველის არჩევის მიზნით ცვლილებები სამართლებრივად სწორი და გამართულია. რაც შეეხება პროცესის წარმართვას, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი.სწორედ მან უნდა გამოსცეს ბრძანება და შექმნას კომისია“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა