ილია მეორეს სამების ტაძარში დღეს გადაასვენებენ, მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება
გოჩა მირცხულავა: ეკლესიას ილია II-ს გარეშე - ოთხი უმძიმესი გამოწვევა
პატრიარქის დაკარძალვასთან დაკავშირებული დეტალები წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გამოცხადდება
ილია მეორე გარდაიცვალა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება
რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი - იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია
ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს
საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს

ირაკლი ქადაგიშვილი - დავით არახამია აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ადამიანია, რომელიც საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას აზიანებს და არის „ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინული ფილიალი

08.09.2022 ნახვები: 682

დავით არახამია აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ადამიანია, რომელიც საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას აზიანებს და არის „ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინული ფილიალი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დავით არახამიას განცხადებები ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაზიანებას ემსახურება.

„არახამიას ეს განცხადებები ემსახურება მხოლოდ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაზიანებას, საერთაშორისო სასანქციო სისტემის დაზიანებას და მიზნად ისახავს ძალიან ბინძურ მიზანს საქართველოს შიგნით პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ეს არის ამ ინდივიდის საქმიანობა. დავით არახამიას ბექგრაუნდი დღესაც კი უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის შესწავლის საგანია, რადგან ღია სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია ჰუმანიტარული ტვირთის დატაცებასა და გაფლანგვაზე, ერთ-ერთი ფიგურანტია საქმეში – 22 საგზაო კონტეინერი, 329 რკინიგზის ვაგონი და 220 ტრაილერის გაქრობა ზაპოროჟიისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება. ამიტომ, არახამიას რისგან უნდა თავის დაძვრება, ეს ცალკე საკითხია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა