საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს
მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი
ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს
კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია
„ოპოზიციური ალიანსი“ - ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს

დარია კალენიუკი - საქართველოს ოკუპაციაზე დასავლეთის რეაგირების სისუსტემ წაახალისა რუსეთი, რომ მას გაეგრძელებინა თავისი სისასტიკე

04.09.2022 ნახვები: 725

ის, რაც დაემართა საქართველოს 2008 წელს, იყო რეპეტიცია იმისა, რაც ახლა ხდება უკრაინაში, საქართველოს ოკუპაციაზე დასავლეთის რეაგირების სისუსტემ წაახალისა რუსეთი, რომ მას გაეგრძელებინა თავისი სისასტიკე, – ამის შესახებ უკრაინის ანტი-კორუფციული კოალიციის (Ukraine Anti-Corruption Coalition) წარმომადგენელმა დარია კალენიუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, მადლობელია ყველა ქართველის, ვინც იბრძვის უკრაინაში. ამასთან, დარია კალენიუკი ამბობს, რომ უკრაინაში ომი არის ომი თავისუფლებისთვის.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფებია აქ, ოკუპაციის ხაზთან, რადგან ის, რაც დაემართა საქართველოს 2008 წელს, იყო რეპეტიცია იმისა, რაც ახლა ხდება უკრაინაში. საქართველოს ოკუპაციაზე დასავლეთის რეაგირების სისუსტემ წაახალისა რუსეთი, რომ მას გაეგრძელებინა თავისი სისასტიკე, დანაშაულები და ახლა ისინი გენოციდს სჩადიან უკრაინაში. უზარმაზარი ტერიტორიები უკრაინაში ოკუპირებულია და მილიონობით ადამიანი ცხოვრობს შიშში. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვთქვა, უკრაინაში უკრაინელი ხალხი დარწმუნებულია ამ ომში გამარჯვებაში. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ ყველა იმ ქართველის, ვინც ახლა იბრძვის უკრაინაში. ეს არის მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობთ და ჩვენ ვგრძნობთ, თქვენ გესმით, რომ ომი უკრაინაში თქვენი ომიც არის და ეს არის ომი თავისუფლებისთვის. მე ასევე ვარ ანტიკორუფციული აქტივისტი და მინდა ხაზი, გავუსვა, რომ სისხლიანი ფული რუსეთიდან მომწამვლელია. ისინი ყიდულობენ გავლენას, ყიდულობენ პოლიტიკოსებს საერთაშორისო დონეზე და დასავლეთში. შედეგად, დასავლეთი ხდება ძალიან ლოიალური რუსეთის მიმართ და დიქრობს, რომ შესაძლებელია, რუსეთთან ბიზნესის კეთება, როგორც ჩვეულებრივ. ჩვენ არ გვჯერა ამის. მიგვაჩნია, რომ რუსეთი არის ტერორისტი სახელმწიფო და უნდა იყოს აღიარებული როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო თავისი ქმედებებისთვის ჩეჩნეთში, საქართველოში, მოლდოვასა და ახლა უკრაინაში“, – განაცხადა დარია კალენიუკმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, სადაც თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას“ მონაწილეები იმყოფებოდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა