პატრიარქის დაკარძალვასთან დაკავშირებული დეტალები წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გამოცხადდება
ილია მეორე გარდაიცვალა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება
რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი - იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია
ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს
საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს
მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი
ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

მფრინავმა, რომელიც მისისიპიში Walmart-ზე შეჯახებით იმუქრებოდა, თვითმფრინავი დასვა

03.09.2022 ნახვები: 683

მფრინავმა, რომელიც მისისიპის ქალაქ ტიუპელოში მაღაზია Walmart-ზე შეჯახებით იმუქრებოდა, თვითმფრინავი დასვა. მფრინავი დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია „ენბისი“ ნიუსი ავრცელებს.

მედიის ცნობით, პილოტმა თვითმფრინავი მინდორში დასვა. მფრინავი ქალაქის თავზე რამდენიმე საათის განმავლობაში დაფრინავდა მცირე ზომის თვითმფრინავით. მისისიპის გუბერნატორის განცხადებით, მოხარულია, რომ სიტუაცია დარეგულირდა დაშავებულების გარეშე.

ქალაქის პოლიციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ოფიცრები მფრინავს პირადად ესაუბრნენ, რის შემდეგაც მან თვითმფრინავი დასვა. მანამდე კი, Walmart-დან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. დაკავებულის მოქმედების მოტივი და მოთხოვნები უცნობია.

ამერიკული მედიის ცნობით, დაკავებული მამაკაცი სავარაუდოდ ადგილობრივი აეროპორტის თანამშრომელია, რომელმაც King Air C90A-ტიპის თვითმფრინავი გაიტაცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა