Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'
Pope Leo XIV calls for concessions to achieve peace in Ukraine amid protracted war
Zelensky tasks government and parliament with covering all defense funding needs

უკრაინის რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანდრეი კოსტინის დანიშვნას მხარი დაუჭირა

ნახვები: 622 უკრაინის რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანდრეი კოსტინის დანიშვნას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატის, ანდრეი კოსტინის დანიშვნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ უკრაინული მედია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის სპიკერ იულია პალიჩუკზე დაყრდნობით წერს.

მისი მონაცემებით, შესაბამის გადაწყვეტილებას ხმა მისცა 299-მა დეპუტატმა.

ანდრეი კოსტინი 2019 წლიდან უმაღლესი რადას დეპუტატია. მანამდე, 2010 წელს ის ოდესის საქალაქო საბჭოში აირჩიეს პარტიიდან „ცვლილებების ფრონტი“.

როგორც გამოცემა „უკრაინასკაია პრავდა“ აღნიშნავს, კოსტინი წარდგენილი იყო სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, თუმცა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელმა ექსპერტებმა ის „საეჭვო რეპუტაციის“ მქონე კანდიდატად მიიჩნიეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა