Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'
Pope Leo XIV calls for concessions to achieve peace in Ukraine amid protracted war
Zelensky tasks government and parliament with covering all defense funding needs

ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია-კახა კალაძე

ნახვები: 622 ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია-კახა კალაძე

შეიძლება, არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კალაძემ კომენტარი გააკეთა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პასუხებთან დაკავშირებით.

მერის თქმით, ყველაფერზე წინ უნდა დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა.

„ვგმობ იმ დამოკიდებულებას, რაც არის ხოლმე გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რაც ძალიან საწყენია და ძალიან ცუდია. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. შეიძლება, არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ეს შეურაცხყოფა, ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ყველაფერზე წინ დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.

როდესაც ხარ ჟურნალისტი და აყენებ შეურაცხყოფას რესპონდენტს, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსია, შენ მოგწონს, არ მოგწონს, არ არის მისაღები და სწორი. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ურთიერთპატივისცემა.

იქნება ეს პატივისცემა? მერწმუნეთ, დამიჯერეთ, იქნება ათასჯერ მეტი პატივისცემაც, სიყვარულიც. ყველამ გადავაბიჯოთ ამ სირთულეებს. მესმის, შეიძლება, ვინმე არ მოგწონდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, შეურაცხყოფა მიაყენო?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა